"კრახი და კატასტროფა რაც პოლიციას დაემართა, ამაზე აღარ უნდა დავსვათ კითხვა?"- პრეზიდენტი ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე
პოლიტიკა - 21:06, 03 May, 2018     2018
საქართველოს პრეზიდენტი გადაცემა „რეაქციაში“ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქვეყანა პროპაგანდისტულ რეალობაში ცხოვრობს და არსებითი პრობლემის დანახვის და ფემიციდთან ბრძოლის ნაცვლად, თავზე ახვევენ პროპაგანდას, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირის მიერ მკვლელობის ჩადენა პრეზიდენტის ბრალია და კითხვა არ ისმის პოლიციის მიმართ, რომელსაც მკვლელობამდე 2 საათით ადრე ძალადობის მსხვერპლმა ქალმა დახმარებისთვის მიმართა:

„მე მინდა ვთქვა სირთულეზე პროპაგანდის მიმართულებით და ამას არაერთხელ გავუსვამ ხაზს. ჩვენ ზუსტად ორი კვირის წინ, როდესაც მოხდა ბარნოვის ქუჩის ტრაგედია, ერთი კვირა მთელი მედია და ინტერეს ჯგუფები მაბრალებდნენ ამ ტრაგედიას მე. მე რომ პიროვნულად ძალიან მძიმედ გადავიტანე, გასაგებია, მე დავსვი კითხვა, ის კრახი, რომ ქალი მივიდა პოლიციაში, უთხრა რომ მოკვლას უპირებდნენ და 2 საათში მოკლეს. ეს კრახი და კატასტროფა რაც პოლიციას დაემართა, ამაზე აღარ უნდა დავსვათ კითხვა, ამაზე კითხვა არ დასმულა. ჩვენ შევედით ისეთ პროპაგანდისტულ ვითარებაში, რომ არ გვადარდებს, იმ პოლიციის განყოფილებაში დღეს ისევ შეიძლება მივიდეს ქალი, თქვას მომკლავენო და მოკლან და დაბრალდეს მერე პრეზიდენტს, ამ პროპაგანდისტულ რეალობაში ცხოვრება ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის კი არაა პრობლემა, საზოგადოებისთვისაა პრობლემა.“- განაცხადა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42