კითხვაზე გაბრაზდა თუ არა გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მსგავს დამოკიდებულებაზე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსგავს დამოკიდებულებას „მესიჯბოქსაწყობილი ახალგაზრდების“ მხრიდან მიჩვეულია:
არ გავბრაზებულვარ, გავბეზრდი და გამიკვირდა, მერამდენე პარტიას ვიცვლი ჩემზე მომართული და მესიჯბოქსაწყობილი ახალგაზრდების. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში უცოდინარობით თუ შიშით, ცუდი რამე მოხდა, მოხდა სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციის გარანტისათვის. საზოგადოებისთვის ამ კონსტიტუციური ფორმატის შეზღუდვა არის ცუდი და არის გზა რომელსაც საქართველო არ უნდა დაადგეს. ეს იყო პრეზიდენტის დღე, ეს შეურაცხყოფაა საზოგადოების, როდესაც პრეზიდენტს კითხვას უსვამ და მერე კენჭს უყრი უნდა გასცეს თუ არა პრეზიდენტმა პასუხი. ჩვენ ვართ რეალობაში როდესაც საზოგადოება უნდა ვაცხოვროთ არაარსებითი პრობლემებით . ის რომ სიტყვის თავისუფლება შეიზღუდა იმ ადგილას, სადაც მთავარი ადგილი უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის ეს თურმე არაა განსახილველი და განსახილველია რეგლამენტის ინტერპრეტაციის ნაწილში, მე მქონდა თუ არა შეთანხმებული.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვების თემასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომედიაა, როდესაც ადამიანს პასუხის გაცემა უნდა, ამის საშუალებას არ აძლევენ და შემდეგ აბრალებენ რომ დებატებს გაექცა:
„მე რა უნდა მეთქვა, ხო, თქვენ მე სიტყვის უფლება ჩამომართვით, მაგრამ მე აქ წყნარად დავჯდები და როცა სიტყვის უფლებას მომცემთ იმ მომენტში ვისაუბრებ? ადამიანს პასუხი უნდა არ აპასუხებინებ და მერე თქმა, რომ ადამიანი გაექცა დებატებს, ეს ხომ კომედიაა!“- განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






