დღეიდან ლიტვა საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად „საქართველოს“ უწოდებს
პოლიტიკა - 17:30, 03 May, 2018     2958

დღეიდან ლიტვა საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად „საქართველოს“ უწოდებს.

ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ დღეს, დაამტკიცა გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე.

ლიტვურ ენაში აქამდე არსებულ დასახელებასთან ერთად, საქართველოს დასახელებად გამოყენებული იქნება დასახელება Sakartvelas.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება და „ტვიტერზე“ საქართველოს ქართულ ენაზე ულოცავს.

„საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება - დღეიდან საქართველოს ვუწოდებთ! გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! ლიტვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს“ - წერს „ტვიტერზე“ ლინას ლინკევიჩუსი.



„ეს გახლავთ ლიტვის მხარის მორიგი მეგობრული ნაბიჯი საქართველოსადმი და ამავდროულად უაღრესად სიმბოლური ჟესტი, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა სწორედ მაისის თვეში იზეიმებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავს.

ამდენად, ლიტვა გახდა მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელმაც თავის ენაში საქართველოს ავთენტური დასახელება დაამკვიდრა, ისევე როგორც ზუსტად 100 ლიტვის სახელმწიფო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა თბილისში, საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

ასე რომ, ამიერიდან უკვე ოფიციალურადაც ვიწყებთ შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებას. მაგალითად, საქართველოს საელჩო (ამჟამად Gruzijos Ambasada) იქნება „საქართველო ამბასადა“ (Sakartvelo Ambasada), კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში (ამჟამად Sveiki atvykę į Gruziją) - Sveiki atvykę į Sakartvelą, ქართველი (ამჟამად Gruzinas) - Kartvelas, ხოლო ქართული ენა (ამჟამად gruzinų kalba) - kartvelų kalba და ა.შ.

დარწმუნებული ვართ, რომ ლიტვის მოქალაქეები აიტაცებენ ამ სიახლეს და საქართველოს ლიტველ მეგობართა წრეში უკვე არაფორმალურად დამკვიდრებული საქართველოს ავთენტური სახელწოდება თითოეული ლიტველისთვის კარგად ნაცნობი და ყოველდღიურობაში გამოყენებადი გახდება.

აღნიშნული ფაქტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ფიქრობთ, თამამად შეგვიძლია ამ დღეს ვუწოდოთ საქართველო-ლიტვის მეგობრობის დღე.

საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში განახორციელებს შესაბამისის ცვლილებებს, წარწერები შეიცვლება ვილნიუსში საქართველოს საელჩოს შენობაზე, ასევე საპატიო საკონსულოსა და ვილნიუსის თბილისის სახელობის სკვერში. ამასთან, აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან ლიტვაში დარეგისტრირებული ქართული სათვისტომოები და საქართველოზე ორიენტირებული ტურისტული სააგენტოები.“- აღნიშნულია ლიტვაში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42