„ვთქვი, რომ ვარდების რევოლუციის სახელის გაქრობის მცდელობით კახი კალაძე მისი ძმის მკვლელების მხარეს ხვდება... და ეგებ დაფიქრდეს“
პოლიტიკა - 16:04, 03 May, 2018     10371
ვარდების მოედნისთვის სახელის გადარქმევის იდეას და მისთვის პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს“ წევრი, დავით დარჩიაშვილი.

„ვთქვი, რომ ვარდების რევოლუციის სახელის გაქრობის მცდელობით კახი კალაძე თავისი ოჯახის ტრაგედიის მომწყობების, მისი ძმის მკვლელების მხარეს ხვდება. ვთქვი ასევე, რომ ეს მისი დაუფიქრებელი ნაბიჯია და ეგებ დაფიქრდეს. მივიღე გინებები იმათგან, ვინც კალაძის ზონდერების ნაწილად მიიჩნევს თავს. კი ბატონო, თქვენი არჩევანია. გინება, თუ გული გერჩით, შეიძლება პირადად გადმომცეთ და პასუხს დაელოდოთ - აბა ქსელში თქვენზე რეაგირებებით გასვრა მეზარება. კალაძე რეაგირებს თუ არა უშუალოდ, არ ვიცი. მაგრამ თუ ის ვარდების რევოლუციის ცნებას, ღირებულებას, მიზნებს, სულისკვეთებას უპირისპირდება, ესე იგი, იქაა, სადაც ვთქვი. იდიოტებისათვის განვმარტავ: შეიძლება არ მოგწონდეს მიშა, ბაჩო, ვანო ან ვინმე კიდევ. მაგრამ ვარდების რევოლუცია მათი კი არაა, ვარდების რევოლუცია ხალხისაა, რომელმაც აღმოთქვა, რომ ედუარდის სისტემა ცუდია, ედუარდის სისტემას მოსდევს მასობრივი კორუფცია და ადამიანების გატაცება-მოკვლა ფულის გამოძალვის მიზნით. ქართველებმა გავბედეთ, ეს ვთქვით და შევასრულეთ. ედუარდი გაქრა. მერე შეიძლება ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ თავად ვარდების რევოლუცია იმ სულისკვეთების სიმბოლოა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება საქართველოს ისტორიის არც ერთ სხვა ფურცელს. ვისაც ეს არ ესმის და შემდგომი დაპირისპირება უნდა, მისი არჩევანია“ - წერს დავით დარჩიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42