„რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო ბატონი კობახიძის კომენტარებს ვერც კი წარმომიდგენია, მაგრამ მე მეგონა იმდენად „კარგად“ მუშაობდნენ „შავ პიარზე“ რომ მეთოდებს დახვეწავდნენ, მაგრამ ერთი და იგივე ტენდენცია გრძელდება, შეწყალება არის „შავი პიარის“ ერთ-ერთი მთავარი ხაზი, პრობლემებს გაურბიან,“ - განაცხადა აბაშიშვილმა.
კითხვაზე, რამდენად სერიოზული გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პრეზიდენტის კორუფციაში დადანაშაულებას და შესაძლოა თუ არა ამით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ , გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ არასერიოზულ განცხადებას შეუძლებელია ვინმე სერიოოზულად მიუდგეს:
"აბსოლუტურად გამოვრიცხვ, რომ ამ არასერიოზულ განცხადებას ვინმე სერიოზულად მიუდგეს. ასე რომ ამაზე მეტს უბრალოდ ვერ ვისაუბრებ. ეს არის აბსოლუტურად „შავი პიარის“ ნაწილი.“- განაცხადა აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






