„პრეზიდენტს ფორმატის შეცვლა არ გადაუწყვეტია. უმრავლესობამ თვითონ განაცხადა, რომ უნდა ყოფილიყო დებატები და თითქოს პრეზიდენტი იყო წინააღმდეგი დებატების. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვიყავით დებატებისთვის. შესაბამისად, ეს იყო აბსოლუტურად ჩვეულებრივი პროცესი, პრეზიდენტს უნდა ეპასუხა კითხვებსა და იმ ბრალდებებზე, რომელიც პრეზიდენტის წინააღმდეგ დაისვა. სრულიად მოულოდნელად პრეზიდენტს არ მისცეს საშუალება დებატების, რომელზეც მანამდე ყველა შეთანხმებული ვიყავით. ორი სერიოზული პრობლემა იყო, პირველი ის რომ პრეზიდენტის ნათქვამი ვერ აღიქვეს მთლიანობაში, ვგულისხმობ შინაარსობრივ ნაწილს და მერე ვისმენთ კომენტარებს რომ პრეზიდენტს არ უსაუბრია უმუშავრობასა და ოკუპაციაზე, მემგონი დეპუტატებს სმენის პრობლემა აქვს. პრეზიდენტს სიტყვა არ მისცეს, პრეზიდენტს არ აპასუხებინეს. პრობლემა კომპლექსურია. სინამდვილეში ასე ესმით დემოკრატია, რომ ერთი პარტიის ძალაუფლება უნდა იყოს, ერთი პარტიაა ჭეშმარიტი. ერთმა პარტიამ უნდა გადაწყვიტოს. ისინი სხვა პოლიტიკურ სივრცეს არ ტოვებენ. სინამდვილეში დებატებიც ასე ესმით, რომ მარტო თვითონ უნდა ილაპარაკონ. ასე გააქრეს პოლიტიკური სპექტრი საქართველოში და ასე ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს. რა საფრთხეების შესახებაც პრეზიდენტი საუბრობდა, მისი გამოსვლიდან ერთ საათში „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ბეჭედი დაარტყა.“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
აბაშიშვილმა იმ კრიტიკასაც უპასუხა, რომელიც პრეზიდენტის მისამართით გაისმა, იმის გამო, რომ მან თავის სიტყვაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული ტატუნაშვილი არ ახსენა:
"საოცარი ამბავია , გაიხსენონ ვისგან იყო პირველი გამოხმაურება ტატუნაშვილთან დაკავშირებით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი ადამიანით რომ მანიპულირებენ ისინი, ვინც პრეზიდენტთან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კონსულტაციაზე არ მოვიდნენ. ძალიან სამწუხარო და მძიმე სანახავია უმრავლესობის დეპუტატები, ეს იყო შიში, რომ არ მიეღოთ პასუხები, მათ საშუალება არ მისცეს პრეზიდენტს რომ ესაუბრა. "- აღნიშნა აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






