ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში 17 წლის ბიჭმა ვენები დაისერა, ამის მიზეზი, სახიფათო კომპიუტერული თამაში „ლურჯი ვეშაპი“ გახდა.
როგორც „ნიუპოსტისთვის“ ხდება ცნობილი, ახალგაზრდა დღეისთვის ფსიქოლოგებისა და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
სამართალდამცავებს ასევე, მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ მისი რამდენიმე ყოფილი თანაკლასელი, ვისთანაც ახალგაზრდა დღემდე მეგობრობს.
აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენთან მერიის სკოლის დირექტორი, ავთანდილ კეჭაყმაძეც ადასტურებს.
„ეს ბავშვი მეცხრე კლასიდან გავიდა სკოლიდან. უკვე სამი წელია, ჩვენს სკოლაში არ სწავლობს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაღაც ძალიან სახიფათო თამაშში იყო ჩათრეული, პოლიციელებმა მომაწოდეს. ეს ბავშვი არის ზედამხედველობის ქვეშ რამდენიმე ყოფილ თანაკლასელთან ერთად, რომლებიც მასთან ურთიერთობდნენ დღემდე. ჩვენც, ადმინისტრაციაც მთლიანად ჩართული ვართ ამ საკითხში,“ - ამბობს სკოლის დირექტორი.
მასალის გამოყენების პირობები






