"ციხის საკნები მოთმინებით დაგელოდებათ...დამნაშავე ხართ, მე რომ სიცოცხლე მძულს" - ემიგრანტი დედა ეკა ბესელიას
სოც.მედია - 12:20, 03 May, 2018     22466

ქართველი ემიგრანტი ირმა შუშანაშვილი, დეპუტატების იმ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ვიზალიბერალიზაციის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. აღნიშნულ ინიციატივას ემხრობა ეკა ბესელიაც. სწორედ მას მიმართავს ირმა შუშანაშვილი.


"ციხეში ემიგრანტი დედა...

თურმე საშიში დამნაშავე ვყოფილვარ, 3 დან 6 წლამდე პატიმრობა მემუქრება, თუ აქაურ ყოფას ვერ გავუძლებ, შვილების მონატრებას ვერ გავუძლებ, სამშობლოს მონატრებას ვერ გავუძლებ და დავბრუნდები......
ბესელია️ და დანარჩენო ცხრა ბრძენო.....
შეკითხვა მაქვს თქვენთან: ეხლა სად ვარ?? ეს ციხე არ არის??? მანამ არ აგიდგა გვერდები შენ რომ მე ამაზე უარეს ციხეში მომახვედრო.....
26 წლის გოგო ციცქნა შვილებს ავწყდი და ემიგრანტი გავხდი.... რატო ნეტა, იმიტომ რომ შენ დამნაშავედ გექციე??? თითი გამოგეშვირა ჩემსკენ და რა ვარ რას მარქმევ ნეტა...
დამნაშავე თქვენ ხართ მე რომ სიციცხლე მძულს იმაში, თქვენ ყველა....
23 წლის ვიყავი ბაღში მეეზოვედ ვმუშაობდი (ამას იმიტომ არ ვწერ რომ მიტყდება, ან მეთაკილება რამე სამსახური) ხელფასი 186 ლარი მქონდა.... მთელი 6 ლარით მეტი ვიდრე საარსებო მინიმუმია, ფაქტიურად მდიდარი მერქვა, მოხვედი მტავრობაში და მეეზოვეებიც კი გაგვანთავისუფლეთ იქაც რომ თქვენი ხალხი დაგენიშნათ, გეგონება დიდი სასწაული თანამდებობა მქონოდა, დიდი გლოვით და ტირილით გამოვემშვიდობე სამსახურს, მეგონა ცა თავზე ჩამომექცა.
ბედის გამიღიმა და ამ ასი დაპირებული ქარხნიდან ერთში ისევ დამლაგებლის ადგილი მერგო, სიხარულით წავედი, 186 ლარიდან 350 ლარი დიდი ნაბიჯი იყო....
ისე როგორც საპნის ბუშტი ეს სიხარულიც მალე ჩაქვრა დაეძინა ქარხანას და აგერ უკვე მეოთხე წელია უხელფასო შვებულებაში ვარ.....
186 ლარიანი სამსახური ვიდარდე და აბა წარმოიდგინეთ 350 ლარი ან სამსახურზე რა დამემართებიდა....
აქვითინებული მივადექი დირექტორს მაინც იმედით მაგრამ ტკბილი სიტყვით რომ მალე დამაბრუნებდა აგერ უკვე მეოთხე წელია იმედით ვუცდი დაბრუნებას.....
ხო კიდევ იყო ერთი ქარხანა რომელსაც დიდი მინდვრები ქონდა ბოსტნეული მოყავდა და მერე “ვაი” რელიზაციას უწევდა....
აჰა და ახალი სამსახური გამოჩნდა, მგონი ჩემს ქუჩაზეც მოვიდა გაზაფხული....
დღეში 20 ლარი....
პირობა ასეთი იყო: დილის 6 საათზე უნდა გამოვცხადებულიყავი მინდორში და 8 საათი მემუშავა “კატასტროფა სიცხეში” მწვანე ლობიო უნდა გამემარგლა გამეცალა ბალახი... ( პირველი სირთულე ლობიოს ფოთოლზე ალერგია მაქვს მფოთლავს და ამ სიცხეში კიდევ ერთი სამსახური რომ არ დამეკარგა კლავიანი სვიტრი ან საროჭკა მეცვა , დიდად ვერ მიცავდა მაგრამ მაინც)......
იქაც დროებითი აღმოჩნდა და მაშინ გაუჭირდა ქარხანასაც ხელფასების გადახდა.....
სწორედ მინდვრიდან იყო გზა საელჩოსკენ საიდანაც ასე თქვენი თქვმით, ციხის ღირს დამნაჩავედ ვიქეცი.....
ეს მარტო სამსახურები მოგიყევი ეკატერინე და დანარჩენო ცხრა....
იქამდე ირჯერ მოვხვდი სავადმყოფოში, ერთხელ ხელწერილით წამოვედი სავადმყოფოდან და ნეტა როს გამო??? უფულობის ხოარა.... ჰო სწორედ უფულობის გამო, ჩემს თვალწინ “გეი, ჰომოსექსუალი თუ ტრანსგენდერი” რომელი იყო თვიატონაც არ იცოდა დააფინანსეს 100% თან, მე გამომიცხადეს რომ არ მეკუთვნოდა, კითხვაზე თუ “რატომ?” პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო “ამათ მთავრობა იცავს”
და მე რახან ჩამოთვლილთაგან არცერთი არ ვარ ეს იმას ნიშნავსდა რომ ადამიანიც არ ვყოფილვარ.
მეორედ რომ მოვხვდი ოპერაცია გავიკეთე და სწორედ რომ ეს ახალი ნაოპერაციები ვიჯექი მინდორში და ვმარგლილი “ბალახს ვაცლიდი” ლობიოს....
ისე გავხდი ემიგრანტი აზრზეც ვერ მოვედი, ჩავეხუტე შვილებს და ავედი ორსართულიან ავტობუსში, ფანჯრის მხარეს დავჯექი შვილებიც ფანჯარასთან მომიდგნენ დაიძრა ავტობუსი და ჩვენ ერთმანეთ ხელი დავუქნიეთ......
ასე ვიქეცი დამნაშავე ემიგრანტად, რომელმა სიტყვებმა ახწეროს რა ჯოჯოხეთი და ცოცხლად სიკვდილი გამოვიარე......
რამდენჯერ გამიბუჟდა ხელფეხი და წამერთვა ქუჩაში ძალა...
რამდენი ღამე გავათენე ტირილში თეთრად......
როგორ ვეძებდი უველა ბავშვში საკუთარი შვილების სუნს....
როგორ ვეხუტებოდი და ვეხუტები დღესაც სხვის შვილებს, რომლებიც საკუთარივით შევიყვარე და ჩახუტებისას როგორ ვხუჭავ თვალებს მხოლოდ იმიტომ რომ წარმოვიდგინო თითქოს ჩემ შვილს ვეხუტები......
რამდენჯერ დავწერე შვილების სახელები ქვიშაზე ქართულად და რამდენჯერ წამიშალა ზღიდან მოვარდნილმა ტალღამ......
შენ მეუბნები რომ მე დამნაშავე ვარ???
მაშინ ამიხსენი რა დავაშავე, რომ ჩემთვის ციხეს განიცილავ, მეტი განსახილველი არაფერი გაქვთ??? ან თუ განსახილველი აღარაფერი გაქვთ, განიხილეთ და ააშენეთ ქვეყანა იქნებ მახათები შეგეძინათ,პრემიები კი გაქვთ იმხელა არ მგონია მიგაკლდეთ თითო მახათზე ფული....
შეგვარდეთ ის ისედაც ცუხეში ყოფნა... ტირილი, მოთქმა და ღამეების თეთრად თენება. მომსპარი ჯამრთელობა და ნერვებზე ხო ზედმეტია ლაპარაკი....
იცით რა არის დედისთვის :
“დე როდის უნდა მოხვიდე”,
“ დე მთელი ღამეა გელოდები”,
“დე ტვითმფრინავში დაგინახე ფანჯარასთან იჯექი მოდიხარ ხო?”
“დე შენ რო მოხვალ, თუ კიდევ სადმე წასვლა მოგინდება მე ხელს ჩაგჭიდებ მაგრად და აღარ გაგიშვებ”
და ბოლოს დაიღალა ლოდინით ის სულ 4 წლისაა ...
“დე მე შენ აღარ მიყვარხარ, არ მცალია შენთვის გაათიშე რა......””
თავში ტვინის მაგიერ რა გაქვთ ნეტა......
დამხვდით ათივე აეროპორტში რომ ჩამოვალ, მე ისეთი საშიში დამნაშავე ვარ ერთი ხელბირკილი ვერ დამიჭერს ათივემ გამიკეთეთ არსად გაგექცეთ.........
ვაი თქვენს პატრონს უბედურს თქვენსას,
თქვენ ცივსისხლიანო, უგრძნობო არაადამიანებო ადამიანებო.... ქართული მიწის ღირსებიც არ ხართ,
ციხე? ციხე კი ბატონო თქვენია, ჩვენ ეს ციხეც გვეყოფა, თქვენი დამსახურებით რომ გიხდით სასჯელს მილიონობით დედა, მამა, ბებია და რავიცი რამდენი მილიონი ქართველი....
ყველაფერს აკეთებთ საიმისოდ რომ ადამიანები გაგვაბოროტოთ და სიძულვილით აგვავსოთ......
ვიცი ფეხებზეც არ გკიდიათ თქვენ ციცსისხლიანებო, ვის სძულხართ და ვის არა,
მაგრამ მე დღეს მთელი არსებით მძულხართ მილიონი სხვა ადამიანივით, სად წაუხვალთ ამდენი ადამანის ცოდვას სადა... თქვენი ჯიში გათავდა და გადაშენდა.....
სარეველასავით რომ ხართ მიდებული საქართველოს და ცდილობთ განადგურებას, ხალხის ძირს დაცემას...
ეგ სკამები დაგიცვდენათ მარადიული არაფერია, ციხის საკნებიბი კი მოთმინებით დაგელოდებლათ...
მარადიულად ვერ ეძინება ერს, გამოვფხიზლდებით......

თქვენი : საშიში დამნაშავე ირმა შუშანაშვილი."






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42