პრეზიდენტის საქმიანობას პროკურატურა სწავლობს? - რას ამბობენ შოთაძის უწყებაში
პოლიტიკა - 11:49, 03 May, 2018     2155
ხელისუფლების მორიგი შტურმი პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ - „ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყარო უყვება, რომ მთავარ პროკურატურაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ქვეყნის პირველი პირის მიერ შეწყალებულთა საქმეებს სწავლობს.

„ნიუპოსტი“ მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ „ეს არასწორი ინფორმაციაა“.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის მთავარსარდალი უფლება-მოსილების არასწორ გამოყენებაში დაადანაშაულა.

„პირველად, რაც გვახსენდება, ბუნებრივია შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენება საქართველოს პრეზიდენტის მიერ. აქაც სტატისტიკური მონაცემები იყო მოყვანილი, მათ შორის ესტონეთის მაგალითი იყო ნახსენები. წარმოიდგინეთ, ესტონეთის ყველა პრეზიდენტს იმაზე ნაკლები პატიმარი ყავს შეწყალებული მთელი ამ ისტორიის განმავლობაში, ვიდრე გიორგი მარგველაშვილს. ასევე, რომ შევადაროთ ამერიკულ პრაქტიკას, აღმოჩნდა რომ ბატონი გიორგი მარგველაშვილი 80-ჯერ მოწყალეა, ვიდრე ბარაკ ობამა. გამოდის ისე რომ ან განსაკუთრებულად გულქვა ადამიანია ბატონი ობამა, ან რაღაც ვერ არის საქართველოს პრეზიდენტის პრაქტიკაში. ჩვენ უფრო მეორე დასკვნისკენ ვიხრებით, ბუნებრივად - შეუძლებელია 80 -მაგი სხვაობა ჰქონდეს აშშ-ის პრეზიდენტთან. ბულგარეთის პრაქტიკა, რომ ავიღოთ ხუთი წლის განმავლობაში ბულგარეთის პრეზიდენტმა 35 პატიმარი შეიწყალა, საქართველოს პრეზიდენტმა 10-ჯერ მეტი 3 500 პატიმარი. 2016 წელს უკრაინაში პოროშენკომ შეიწყალა 67 პატიმარი, აქაც არის 100-მაგი სხვაობა. ზოგადად, რომ გადაავლოთ თვალი განვითარებულ ქვეყნებს, ყველასთან გვექნება ასმაგი სხვაობა, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემა მოქმედებს არასწორად და კონკრეტული ბერკეტი - შეწყალების უფლება-მოსილება ბოროტად გამოყენებული საქართველოს პრეზიდენტის მიერ. გიორგი მარგველაშვილი ამას აკეთებს იმ ფონზე, როცა ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით ორნახევარჯერ საქართველოში. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი საფუძველი, ეს არის პირველი, თეორიული ვარიანტი - უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ეს არის ყველაზე რბილი ვერსია, მეორე: კორუფცია თეორიულად ამასაც ვერ გამოვრიცხავ და მესამე ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა. აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ პერიოდულად ხდება ნათესავების შეწყალება, რაც არის უბრალოდ მორალურ ზღვარს გაცდენილი ქმედება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. შეწყალების პრაქტიკას არანაირი მექანიზმების დახვეწა არ უშველის, აქ ცალსახად ჩანს რომ უფლება-მოსილება არის ბოროტად გამოყენებული"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42