კვირიკაშვილმა მედიას თავისუფალი პრესის დღე მიულოცა და სთხოვა, პოზიტივზეც ისაუბროს
პოლიტიკა - 11:47, 03 May, 2018     951
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე მიულოცა და განაცხადა, რომ მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში უმნიშვნელოვანესი ცვლილება მოხდა. გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ყურადღების დადებით ტენდენციებზე გამახვილებაც სთხოვა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე, ასევე პოზიტივზე საუბარი

„3 მაისი თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეა. მინდა, მოგილოცოთ მედიის წარმომადგენლებს!

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უმნიშვნელოვანესი ცვლილება მოხდა მედიის თავისუფლების კუთხით.

საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ამ ცვლილებას ძალიან დადებითად აფასებს. 2011-2012 წლებში, პრესის თავისუფლების შეფასების კუთხით ამ ყველაზე მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციის რეიტინგში საქართველოს 105-ე ადგილი ეკავა, დღეს კი 61-ე ადგილზე ვართ. სხვათა შორის, ვუსწრებთ არაერთ ევროპულ სახელმწიფოს და მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი და ობიექტური ინფორმაცია.

ვფიქრობ, ეს არის დიდი მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება უნდა. რამდენიმე დღის წინ ამ ორგანიზაციამ სამი საფეხურით კიდევ უფრო მაღლა, 64-დან 61-ე ადგილზე წაანაცვლა საქართველო, რაც უდავოდ ძალიან კარგია.

მინდა, თხოვნით მივმართო მედიის წარმომადგენლებს - ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე, ასევე პოზიტივზე საუბარი. ხვალინდელი დღის იმედი არის აბსოლუტურად მატერიალური. ის ამოძრავებს ეკონომიკას, ინვესტიციებს, ადამიანებს გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაზე პოზიტიურ მოლოდინებს უქმნის და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში ასეთი მოლოდინები არსებობდეს, მით უმეტეს, რომ მათ ამისთვის აბსოლუტურად ობიექტური საფუძველი აქვთ.“- აღნიშნა კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42