„ევროსაბჭოს ქვეყნები გამოხატავენ შეშფოთებას ტატუნაშვილის, ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფაზე და ადამიანის უკანონო გატაცების სხვა ფაქტებზე“ - პრემიერი
პოლიტიკა - 11:00, 03 May, 2018     1039
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება საკითხზე - “კონფლიქტი საქართველოში“ მისასალმებელია.

პრემიერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ძალიან მკაფიო საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას რუსეთის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.

„ეს არის ჩვენი სწორი საგარეო და შიდა პოლიტიკის დადასტურება. საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ადამიანის უფლებათა კუთხით იქ არსებული მდგომარეობა 2014 წლის შემდეგ აქტიურად განიხილება ევროსაბჭოს ფორმატში და სხვა საერთაშორისო შესაბამის ფორმატებში, რაც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის. ევროპის საბჭოში, 2014 წლის შემდეგ, ყოველწლიურად მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ძალიან მკაფიო საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე და არსებულ ვითარებაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროპის საბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზანად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ არის სამართლებრივად და იურიდიულად მოქმედი. არ აქვს მას სამართლებრივი შედეგი. ასევე, ისინი გამოხატავენ შეშფოთებას არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფაზე და ადამიანის უკანონო გატაცების სხვა ფაქტებზე" - აღნიშნა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42