„ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო გამაერთიანებელი, ის გახდა რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მისი მოხსენებებიც, მათ შორის, დღევანდელიც, იყო რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოხსენება, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. დღევანდელ მოხსენებას რაც შეეხება, მე მქონდა ზემოდან დაკვირვების უფლება და მხოლოდ ერთხელ გამოსტყუა „პატრიოტთა ალიანსს“ ტაში ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი მოხსენების დროს და რამდენჯერმე გამოსტყუა ტაში საკუთარ ადმინისტრაციას. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ვისურვებდი, რომ მომავალში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი წარდგება საკუთარი მოხსენებით პარლამენტის წინაშე, მას უპასუხოს აპლოდსმენტებით ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი და ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ, ყველა ადამიანმა, რომელიც იქნება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ეს ვერ ვიხილეთ, რასაც ჰქონდა თავისი ობიექტური საფუძველი. მთავარი მიზეზი არის ის, რომ პრეზიდენტი დღეს პარლამენტში წარდგა არა როგორც ლიდერი, არა როგორც გამაერთიანებელი, არამედ, რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რაც ძალიან სამწუხარო იყო“, - განაცხადა ირაჯკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






