საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის ფარგლებში ჩანიშნულ დებატებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ გააკეთა. მისი თქმით, ამის მიზეზი საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გახდა.
„დღეს შექმნილია არაორდინალური პოლიტიკური სიტუაცია და შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში უმრავლესობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც მხარი არ დაუჭირა იმ გზას, იმ ფორმას, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, რომ პრეზიდენტი დაბრუნებულიყო და მონაწილეობა მიეღო დისკუსიაში, საპარლამენტო უმცირესობასაც მიზანშეუწონლად და შეუძლებლად მიაჩნია დებატებში მონაწილეობის გაგრძელება, ამიტომ დებატებში მონაწილეობა არ იქნება და იმედს ვიტოვებ რომ ხვალინდელი დღიდანაც ასეთივე პრინციპული იქნებით რეგლამენტის შესრულებასი, მაშინ როდესაც საქმე შეეხება მინისტრების მობრძანებას პარლამენტში და ადგილი არ ექნება ორმაგ ინტერპრეტაციას მინისტრების სასარგებლოდ და პრეზიდენტის საზიანოდ.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






