„ოპოზიცია გვთავაზობს დამატებით, რომ რადგან გამონაკლისი დავუშვით მცირედი და ბოლოში ჰქონდა პასუხის საშუალება თან მის სასარგებლოდ, ახლა გადავდოთ კანონი, რეგლამენტი გვერდით და დავივიწყოთ ეს ყველაფერი და ვილაპარაკოთ რაზეც უნდა და მის ხუშტურებზე ვიაროთ, ეს ყველაფერი იმიტომ რომ იმ მოჯადოებულ სასახლეში ვინც შევიდა, ყველას მოუნდა რომ მის ხუშტურებზე იაროს პარლამენტმაც, საზოგადოებამაც და ვერ გამოვიდა ამ მოჯადოებული წრიდან...
კეთილი ინებოს, ჩამოვიდეს ახლა იმ თავის კაბინეტიდან, რომელიც ამ პარლამენტში გააჩნია, ისმენს ვიცი ზუსტად ჩვენ ამ გამოსვლებს, დაჯდეს დაიცვას კანონი, ამის ვალდებულება, პირდაპირი, აქვს პირველ რიგში, პატივი სცეს საზოგადოებას, ინსტიტუტს, მარგამ ეს არ გამოუვიდა ამ წლების განმავლობაში და ჩვენ მის ხუშტურებზე ნუ ვივლით,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






