„ქართული ოცნების წევრმა ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვებას ეხმაურება: „გაბუტობანას გვეთამაშება პრეზიდენტი".
„პირველ რიგში, მე მგონია, რომ ინსტიტუტისადმი ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი. გაბუტობანას გვეთამაშება პრეზიდენტი. საუბრობს, იმაზე, მსურს დებატიო და გარბის დარბაზიდან, თუ მას სურს დებატი, მაშინ უნდა მოისმინოს, დებატებში შევიდეთ და ვიმსჯელოთ, რა გამოსავალია. მე არ მესმის ლოგიკა, გსურდეს დებატი და გარბოდე დარბაზიდან,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს დატოვების გადაწყვეტილება, პარლამენტისადმი უპატივცემულობის გამოხატულებაა.
„ეს არის კანონმდებლობის ფეხ ქვეშ გათელვა, მაგრამ მე არ მიკვირს, სადაც იმდენი შეწყალება ხდება ყოველგვარი კრიტერიუმები გარეშე, რომელ კანონმდებლობის დაცვაზეა საუბარი,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






