„როცა ქვეყანაში დეკანოზი მამალაძე არსებობს, ერთ სიტყვასაც არ ამბობთ სასამართლო სისტემაზე“ - ნიკა მელია პრეზიდენტს
პოლიტიკა - 16:30, 02 May, 2018     1259
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიას შეფასებით, პრეზიდენტის მოხსნება შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი იყო.

„მოვისმინეთ გიორგი მარგველაშვილის დასკვნითი ანგარიში, რომელიც არამხოლოდ მოკლე, არამედ შინაარსიდსგან დაცლილი იყო. როცა 5 წელი პრეზიდენტი ხარ, ვფიქრობ, გაცილებით მეტი უნდა გქონდეს სათქმელი.

შევაფასოთ სად ვართ და რა მოიტანა ქართული ოცნების მმართველობამ. პირველ რიგში, ვისაუბროთ დღევანდელი დღის ყველაზე დიდ გამოწვევაზე -სიღარიბეზე. რას აკეთებს მმართველი ძალა უკანასკნელი წლების განლავობაში და როგორია მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი? ნულოვანი! თქვენ ხართ იმ ქვეყნის ხელისუფლება, სადაც ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობს და ყოველი მე-4 ადამიანი ვალით იკვებება; თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ამბობდა, რომ ყველა კომუნალურ გადასახადს შეამცირებდა, თუმცა საპირისპირო მოხდა; ლარი ისტორიულ ნიშნულამდე გააუფასურეთ; საწვავზე ფასი კი მაქსიმალურად გაიზარდა. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელსაც პენსია 1 ლარითაც არ გაუზრდია, თუმცა პარტიის თავმჯდომარედ მილიარდერი გყავთ. ამ ყველაფრის საპირწონედ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუზარდეთ ხელფასები მაღალჩინოსნებს. თქვენ ხართ ხელისუფლება რომლის მმართველობის პირობებში ერთ სამართლიანად ჩატარებულ ტენდერსაც ვერ ნახავთ და რომლის მინისტრთა კაბინეტის წევრებიც კორუფციაში არიან ჩაფლულები. თუნდაც იგივე ქუმსიშვილის მაგალითი, რომელიც ჟურნალისტების საგამოძიებო ჯგუფმა საკუთარი ოჯახის წევრისთვის 700 ათასის მიცემაში ამხილა.

აუცილებლად მინდა გავამახვილო ყურადღება შემდეგ საკითხზე - თქვენ 2013 წელს პროკურატურის მოთხოვნით გრიფით საიდუმლო მოხსენით განკარგულებას, რომლის მეშვეობითაც ბრალი წაუყენეს გენერალ ჯანაშიას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსი იყო. ეს ადამიანი გთხოვთ მარტივ რამეს - მისი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, იქ ჩუბინიძე მივიდა, პრეზიდენტი ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო და ამ დროინდელ განკარგულებებსაც მოხსნათ გირფი, მაგრამ ამას არ აკეთებთ. ეს კი შერჩევითი სამართალია, რაც უხვადააა თქვენს მმართველობაში" - განაცხადა ნიკა მელიამ.

მანვე სასამართლოს კლანურ მმართველობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ერთ სიტყვასაც არ ამბობთ პოლიტპატიმრებზე, რაც სტრასბურგმაც დაადასტურა; როცა ქვეყანაში დეკანოზი მამალაძე არსებობს, ერთს სიტყვასაც არ ამბობს სასამართლო სისტემაზე თქვენს ანგარიშში" - განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42