მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს შეწყალებული პირები შეახსენა - ,,დასანანია თქვენი თავისმართლება"
პოლიტიკა - 15:22, 02 May, 2018     907

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოხსენებით წარსდგა. მარგველაშვილის სიტყვით გამოვლის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში დებატები გაიმართა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს ის საკითხები შეახსენა, რომლებიც მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა, მათ შორის მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხი:

“ბატონო პრეზიოდენტო, გულახდილად რომ გითხრათ ბევრმა ადამიანმა ვერც კი გაიგო მთავარი აქცენტები, ბევრი ადამიანი ვერ მიხვდა რაზე იყო სწორება და რა იყო ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ყურადღებას ამახვილებდით, გქონდათ საათი და მეტი დრო იმისათვის, რომ ანგარიში ჩაგებარებინათ საზოგადოებისთვის, თუმცა, ეს შანსი არ გამოიყენეთ, ისევე როგორც სხვა შანსები.

ვერ გავიგეთ აქცენტები და ამის შესახებ უფრო ნათელი გახდა აბაშიშვილის სატელევიზიო ინტერვიუდან, საიდანაც გავიგეთ, რომ თურმე თქვენ აქცენტი გაგიკეთებიათ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხები გაქვთ გასაცემი მრავალ კითხვაზე, მაგალითად შეწყალებასთან დაკავშირებით, რატომ ხდება, რომ კონვეიერული სისტემით ყოველგვარი რეალური ანალიზის გარეშე ხდება პირთა შეწყალებები, რომელთაგანაც, დაახლოებით 70-80%-ზე მეტი მსჯავრდებული იყო მძიმე და ძალიან მძიმე დანაშაულში და 3 600-ზე მეტი პატიმარი შეიწყალეთ თქვენი საპრეზიდენტო ვადის პირობებში. თქვენ შეიწყალეთ ადამიანი, რომლის საქმის განხილვაც არ იყო დასრულებული სამივე ინტანციის სასამართლოში, შეიწყალეთ ოჯახის წევრი, რომელსაც 17 წლიდან მოახდევინეთ მხოლოდ 3 წელი და ეს მოხდა შესაბამისი კომისიის გვერდის ავლით. ეს ხდება იმ ფონზე როდესაც დამოუკიდებელი ესტონეთის ყველა პრეზიდენტმა იმაზე ნაკლები მსჯავრდებული შეიწყალა, ვიდრე თქვენ ეს გააკეთეთ 2017 წელს, 831 მსჯავრდებულზეა ამ წელს საუბარი. თქვენ მიერ ამ წლებში შეწყალებულია 55 მსხვილი ნარკორეალიზატორი. თქვენ მიერ შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 575-მა ხელმეორედ ჩაიდინა 672 სხვადასხვა დანაშაული, აქედან 40 ძალადობის და ოჯახური ძალადობის შემთხვევა.

ამ ფონზე კიდევ უფრო დასანანია თქვენი თავისმართლება, პასუხისმგებლობიდან თავის არიდება და არგუმენტი, თითქოს სასტიკი მკვლელების შეწყალების მიზეზი მისი დადებითი დასკვნა იყო. რეალურად ბოლო წლის განმავლობაში თქვენ 21 ისეთი დამნაშავე შეიწყალეთ, რომელთაგან ყველას უარყოფითი დახასიათება ჰქონდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42