"როცა მთავარსარდალს სათქმელი არ გაქვს, მაშინ იმაზე უარესად გვქონია საქმე, ვიდრე გვგონია" - ნიკა მელია პრეზიდენტის გამოსვლაზე
პოლიტიკა - 14:30, 02 May, 2018     1007
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა პარლამენტში მთავარ გამოწვევებზე არ ისაუბრა - მისი შეფასებით "ეს იყო მოხსენება მოხსენებისთვის".

ენმ-ს ლიდერის თქმით, ქვეყნის პირველმა პირმა ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე არაფერი თქვა, რაც მისი თქმით, ძალიან გასაკვირია.

"ტვ. პირველის" ეთერში საუბრისას ოპოზიციის წარმომადგენელმა ივანიშვილის ფაქტორზე ისაუბრა.

"პრემიერ-მინისტრი ისედაც ნომინალური ფიგურა იყო და აღმოჩნდა რომ ნომინალური პარტიის თავმჯდომარეც ყოფილა. გაათამაშეს დამცინავი კომბინაცია, რომ თურმე ბატონმა კვირიკაშვილმა სთხოვა ბატონ ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარეობა, ბატონმა ივანიშვილმა იფიქრა და დათანხმდა. ივანიშვილი არანაირ საპასუხისმგებლო თანამდებობას არ იკავებს და რა თქმა უნდა ის არაფორმალურ მმართველად რჩება. მას მოუწია მისთვის დისკომფორტული ნაბიჯის გადადგმა"- თქვა მელიამ და იქვე დასძინა რომ "პრეზიდენტი, რომელიც ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებს ბოლო 5 წელიწადია 15 წუთს არ უნდა უთმობდეს პრობლემებს".

მელია ამბობს, რომ ერთადერთ რაც მოეწონა პრეზიდენტის გამოსვლაში იყო ის, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს.

კითხვაზე, ხომ არ მოელოდა "ნაციონალური მოძრაობა", რომ მარგველაშვილი სააკაშვილის ტონალობაში ისაუბრებდა საკანონმდებლო ორგანოში, ენმ-ს ლიდერმა თქვა:

"დარწმუნებული ვარ თქვენ, იქ ჩემზე გაკვირვებულები ხართ, რა შუაშია ტონალობა?! - შინაარსი არ იყო. სასამართლოში შექმნილი ურთულესი ვითარება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ არის დამოუკიდებელი, თავიდან ბოლომდე ექვემდებარება აღმასრულებელ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლების დროსაც არ ყოფილა სასამართლო დამოუკიდებელი, რაც მიმაჩნია ერთ-ერთ მძიმეწონიან შეცდომად ჩვენი ხელისუფლების, მაგრამ მოდით დაუკვირდით, სად არის ყველა ის მოსამართლე, რომლებიც უკანონო დავალებებს ასრულებდა? - ყველა მათგანი დაწინაურდა და მართვას სასამართლო სისტემას. ამაზე პრეზიდენტს ერთი სიტყვა არ უთქვამს. იმ პერიოდში როცა ის პრეზიდენტია, არცერთი დაპირება ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა, ასი ათასობით ადამიანი მასიურად გარბის საქართველოდან... ეს ის შემთხვევაა, როცა დუმილი ჯობია. მე რაზე ვისაუბრო, როცა თავად პრეზიდენტს არაფერზე უსაუბრია, როცა მთავარსარდალს სათქმელი არ გაქვს, მაშინ იმაზე უარესად გვქონია სამე ვიდრე გვგონია"- აღნიშნა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42