საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა. მისი გამოსვლა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეაფასა და განაცხადა, რომ მარგველაშვილის გამოსვლით იგი იმედგაცრუებული დარჩა:
„ჩემი მოსაზრება სუბიექტურია, ვარ მძიმე შთაბეჭდილებით, რა თქმა უნდა იმედგაცრუებული, ვფიქრობდი ეს გამოსვლა იქნებოდა იმ პრეზიდენტის გამოსვლა რომელიც ხუთი წელი იყო ამ თანამდებობაზე, იქნებოდა უფრო ვრცელი, ანალიზით დატვირთული, იმ პირობებში როცა ვებრძვით ოკუპაციას, თან ვაშენებთ სახელმწიფოს, სახელმწიფოს მეთაურისგან უფრო ვრცელი გამოსვლა უნდა ყოფილიყო, ეს იყო მოლოდინი, მივიღეთ კაცის გამოსვლა, რომელიც საქმეში ჩაუხედავია თითქოს, არ იცის სახელმწიფო პროცესები რას ეხება ქვეყნის შიგნით, ეს რეალურად იყო თავისუფალ სტილში მოკლე წინადადების კრებული, რომლიდანაც აზრის გამოტანაც კი ხანდახან იყო რთული, ყველა ეს პოსტულატი, რაც პრეზიდენტმა ტრიბუნიდან გვესროლა, ფაქტებს არ ემყარებოდა, ჩემს იმედგაცრუებას ვუკავშირებ იმასაც, რომ ვერ გავიგეთ ის რას ფიქრობს რომ გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს ნაკლები გაჭირვება, ძლიერი ინსტიტუტები.
იმ ადამიანებს ვისაც დღეს საქართველოს პრეზიდენტი ესაუბრებოდა, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, მათთან უნდა ესაუბრა, ჩვენთან უნდა ესაუბრა და აეხსნა რას აკეთებს თავად, ამის ნაცვლად მოვისმინეთ ის, რომ არის საქართველოს პირველი პირი, წუწუნის ხასიათზე, რომ მუდმივად სხვა არის რაღაც პრობლემებში დამნაშავე და ვერ მოვისმინეთ სერიოზული ანალიზი მან რა ნაბიჯები გადადგა რომ შემცირებულიყო სოციალური უთანასწორობა, თავისუფალი გამხდარიყო მედია. მე ჩემს სფეროში, სერგეენკოს თავის სფეროში, ყველა მინისტრს, თუ ხუთი წლის მანძილზე რას ვაკეთებდით იმისთვის, როდესაც აღარ ვიქნებით ხელისუფვფლებაში, ბევრი რამ გვექნება სათქმელი, ვერ მოვისმინეთ რა კრიტერიუმებით იწყალებდა იმ პირებს ვისაც იწყალებდა, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს მოქლააქეობის მინჭებისას, რა კრიტერიუმებით ეუბნება ჩვენი ქვეყნიდან დროებით წასულ ქართველებს მოქალაქეობაზე უარს, მაშინ როცა იუსტიციიდან მიდის დადებითი დასკვნები.
მე მინდა შევახსენო, სასამართლო სისტემაში პროცესი უვადოდ გადადებული არ არის, ამიტომაც ვუწოდე საქმეში ჩაუხედავი ადამიანის გამოსვლა, სასამართლო სისტემაში გაკეთდა ის რაც უნდა გაკეთებულიყო, იმისათვის, რომ სასამართლო კიდევ უფრო დამოუკიდებელი იყოს, ძნელია არაობიექტურობაში არ დავდო ბრალი, როცა ვხედავთ პირველ პოზიტივს, როგორც ჩანს გამოსვლის ავტორისთვის ეს იყო თავისუფალი თემა, არავითარი სტატისტიკა, ღრმა ანალიზი, პროცესების და პრობლემების ცოდნა. იყო მძიმე პასაჟებიც მის გამოსვლაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოსვლა იყო მოკლე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






