„ეს ფაქტია და ამ უთანასწორობის ფონზე, რა თქმა უნდა, სერიოზული დარტყმა იყო ჩვენი მოსახლეობისათვის ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა საბანკო სესხებთან მიმართებაში, თუმცა აქვე, მინდა მადლობა ვუთხრა ეროვნულ ბანკს, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით სტაბილური და განჭვრეტადი იყოს ვითარება.
მცირე და საშუალო ბიზნესი ჯერ კიდევ ძალიან მცირე მოცულობისაა ჩვენს ქვეყანაში და ჯერ კიდევ დიდი ბიზნესის ჩრდილშია, მაგრამ მთავარი შემკვრელი ამ პრობლემატიკის არის დასაქმება. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ეს პრობლემა, ფაქტიურად, მოსახლეობის უმრავლესობის წინაშე დგას.
აქ არ მინდა მე სტატისტიკურ დებატებში შესვლა - რამდენი უმუშევარი და რამდენი დასაქმებულია, მაშინ როცა სტატისტიკა აი ასეთ მაგალითად განსაზღვრებას ეფუძნება, რომ წინა შვიდი დღის განმავლობაში სულ მცირე ერთი საათით მაინც მუშაობდა შემოსავლის მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ, ან ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. აი ამ ფორმულიდან გამომდინარე დგინდება, თურმე უმუშევრობა საქართველოში.
ჩემი მეგობარი ზურაბ ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა მაცივარია. გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები, როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა. და დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მდგომარეობა დასაქმების თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ დაკარგონ სამსახური და ყოველდღე გადიან სამსახურში, სადაც სიკვდილი ემუქრება. აქ მე არ ვლაპარაკობ შრომის უსაფრთხოებაზე და იმ დგომარეობაზე, რომელიც არის დასაქმების თვალსაზრისით”- აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
მასალის გამოყენების პირობები






