„პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ ეს მისი ბოლო გამოსვლა იყო“ - გიორგი აბაშიშვილი
პოლიტიკა - 13:06, 02 May, 2018     754
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, პრეზიდენტმა თავის მიმართვაში შეაჯამა არა მხოლოდ ერთი, არამედ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მთელი პერიოდი.

„მან აღნიშნა პოზიტიური რეფორმები, მაგრამ ისაუბრა იმ შეუსრულებელ დაპირებებზეც, რომელიც იყო ამ პერიოდში. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ამ კუთხით არის ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა და დასაქმება, ის, რომ ადამიანები რჩებიან სიღარიბეში; ისაუბრა დემოკრატიაზეც, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართულად ზიანდებოდა ხელისუფლების მხრიდან, კეთდებოდა ყველაფერი იმისთვის რომ გამქრალიყო პოლიტიკური კლასი და მოშლილიყო სახელმწიფო ინსტიტუტები, ეს შეეხებოდა სასამართლო სისტემას, ეროვნულ ბანკს. პრეზიდენტი იბრძოდა ამ ინსტიტუტების დასაცავად. ფაქტია, რომ ხელისუფლებას არანაირი მზაობა არ აქვს იმისთვის, რომ დემოკრატიული მიმართულებით რაიმე ნაბიჯი გადადგას, ეს შეეხება საარჩევნო სისტემასაც.“- განაცხადა აბაშიშვილმა.

„მე ვხედავ იმას, რომ პარტია, რომელიც არის ერთპარტიული, მას შიგნით აქვს ახლა პრობლემები და სხვის პრობლემებზე რანაირად უნდა იზრუნოს მე ბოლომდე ვერ ვხვდები. ფაქტია ის რომ ხელისუფლება მოდიოდა პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების და მედიის თავისუფლების დაპირებით და მიუხედავად იმისა, რომ მედია უფრო მეტად თავისუფალია, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გარკვეული მედიის წარმომადგენლები დღეს წნეხის ქვეშ საუბრობს იმის შესახებ, რომ არ იცის რა შეიძლება მოხდეს და ელოდეს ხელისუფლების მხრიდან. რაც მთავარია საარჩევნო სისტემა, თუ ხელისუფლებას არაფრის არ ეშინია და რეალური დემოკრატია უნდა, მაშინ რატომ არ ცვლის იმ საარჩევნო სისტემას, სადაა პროპორციული საარჩევნო სისტემა, თავისუფალი კონკურენცია? თუ სამართლიანობა გვინდა სადაა რეფორმები სასამართლოში? როდესაც საუბრობდა „გირგვლიანის შესწორებებზე“ პრეზიდენტი, როგორ ვერ ვახერხებთ იმას, რომ ერთის მხრივ ვსაუბრობთ, რომ წინა ხელისუფლების დროს იყო ძალადობა და ნამდვილად იყო ძალადობა და ეს ძალადობის შემოქმედები დღემდე არიან სისტემაში, არაფერს ვაკეთებთ სისტემის გასათავისუფლებლად.“- აღნიშნა აბაშიშვილმა.

აბაშიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ იყენებს იგნორის პოლიტიკას პრეზიდენტთან დაკავშირებით, ისეთ მნიშვნელოვან საკითხების განხილვის დროს როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიები.

კითხვაზე იყო თუ არა ეს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა, აბაშიშვილმა განაცხადა, რომ სამომავლო გეგმების შესახებ კითხვა გიორგი მარგველაშვილს უნდა დაუსვან:

„პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ ეს მისი ბოლო გამოსვლა იყო“- განაცხადა აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42