„იგნორირებისა და ინსტიტუტების შესუსტების პოლიტიკა ასუსტებს ქვეყანას“ - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 13:07, 02 May, 2018     745
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, იგნორირების პოლიტიკა ქვეყანას ასუსტებს.

როგორც მარგველაშვილმა პარლამენტში, რიგით მეხუთე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ძირითადმა ინიციატივებმა შეასუსტა ქვეყნის დემოკრატია და ინსტიტუტები.

„გაგახსენებთ სულ ახლახანს დაყენებულ რამდენიმე ინიციატივას: ეს არის შეერთებულ შტატებთან საგანგებო წარმომადგენლის ინიციატივა; ეს არის საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება, რომელიც ჩემი მხრიდან მოდიოდა. ეს ის საკითხებია, რომლებშიც უკრაინელები ჩვენზე წინ არიან რუსეთთან მიმართებაში და თავის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.

რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი ინიციატივებისთვის ზურგის შექცევა და იგნორირება? საერთოდ, იგნორირებისა და ინსტიტუტების შესუსტების პოლიტიკა, ჩემი აზრით, კონკრეტულ პოლიტიკოსებს კი არ ასუსტებს, ასუსტებს ქვეყანას.

ის პროცესები, რასთან მიმართებაშიც მე არაერთხელ მქონდა ამ პარლამენტში გამოსვლაც და ინიცირებაც, იყო მიმართული იქითკენ, რომ დაგვეცვა სახელმწიფო ინსტიტუტები, ეროვნული ბანკი, სასამართლო, პრეზიდენტის ინსტიტუტი. რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ინსტიტუტების შესუსტებას ქვეყნისთვის? ამ თვალსაზრისით თუ გადავავლებთ თვალს, რა გაკეთდა 2017 წელს კოსტიტუციის ცვლილებაში, ჩვენ დავინახავთ, რომ ძირითადმა ინიციატივებმა სწორედ რომ შეასუსტა ქვეყნის დემოკრატიაც და ინსტიტუტებიც“- აღნიშნა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42