„როდესაც პროკურატურასა და სხვა სისხლის სამართლებრივ დევნის ორგანოებში იმ ინდივიდებს არ ვცვლით, რომელთა ხელითაც ხდებოდა ძალადობა, რანაირად უნდა მქონდეს იმედი, რომ გამოძიებული იქნება ზვიად გამსახურდიას საქმე, ზურაბ ჟვანიას საქმე, რაფალიანცის საქმე, მუხთარლის საქმე,“ - თქვა ქვეყნის პირველმა პირმა პარლამენტის ტრიბუნიდან.
მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა არ ხორციელდება, ეს ინიდივიდები არიან ამ სტრუქტურებში და ამ სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა“.
პრეზიდენტმა სასამართლო სისტემაც მკაცრად გააკრიტიკა:
„სასამართლო სისტემა მართლა რთულია რეფორმისთვის, ამას ერთ დღეში ვერ გააკეთებ, სწორიც იქნებოდა რომ არ გვქონოდა ამის ამბიცია, მაგრამ საფუძვლის ჩაყრა სისტემის ცვლილებებისთვის ჩვენი საერთო ვალდებულება იყო, ჩვენ რა ვუქენით ამ ვალდებულებას იმ პროცესებით და დანიშვნებით, რომელიც წარვმართეთ?-უვადოდ გადავდეთ ეს პროცესი“-განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






