მისივე თქმით, თავისუფალ ვაჭრობასთან მიმართებით შთამბეჭდავი შედეგები აქვს საქართველოს.
„მიმდინარეობს ეფექტური თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, მათ შორის, თავდაცვის სფეროში და არის ძალიან საინტერესო სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია.
იწყება მოლაპარაკებები და შეიძლება, სერიოზულად გაღრმავდეს მოლაპარაკებები თვისუფალი ვაჭრობის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორების და მათი ინეტერსების დაცვა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებებიც წარმატებულად გაგრძელდეს და მეტი ინვესტორი შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში.
საერთოდ, თავისუფალ ვაჭრობას თუ შევხედავთ, ჩვენ აქ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს იმიტომ, რომ რეალურად ვიწყებდი მაშინ, როგორც ქვეყანა, რომელსაც დაახლოებით, 200 მილიონიან ბაზართან ჰქონდა თავისუფალი ვაჭრობა და დღეს საქართველოს 2-მილიარდიან ბაზარზე შეუძლია თავისუფალი ვაჭრობით გაიტანოს თავის პროდუქცია და ეს პოზიტიურია და ეს წინაპირობაა ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღების და გამოსწორების იმიტომ, რომ იმ სტრატეგიულ ფუნქციასთან ერთად, რომელიც საქართველოს განსაზღვრული ჰქონდა, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო ზრდის და აუმჯობესებს ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის გაძლიერების პერსპექტივებს"- თქვა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






