„რუსული საფრთხეების ფონზე გაუგებარია ის პოლიტიკა, რომელიც ხორციელდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში, უშიშროების საბჭოს გაუქმების სახით“ - მარგველაშვილი
პოლიტიკა - 12:43, 02 May, 2018     888

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას რუსულ საფრთხეებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში განაცხადა, რომ გაუგებარი იყო უშიშროების საბჭოს გაუქმება.

„როდესაც ვახასიათებთ საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, ბუნებრივია, მთავარ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ეს არის რუსეთის ფედერაცია, ამ მიმართულებით არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენ დიპლომატიას ნამდვილად წარმატება აქვს მიღწეული და ის არააღიარების პოლიტიკა რუსეთს ფაქტიურად ჩაუვარდა და მსოფლიო თანამეგობრობამ ნათლად შეაქცია ზურგი იმ უსამართლობას, რომლის გატანასაც და გაყიდვასაც რუსეთი ცდილობდა აფხაზეთისა და ოსეთის აღიარების მცდელობით.

მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრული იყო და არის რუსეთის მიმართ და რომელიც მდგომარეობს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში, არის სწორი და ადეკვატური, ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ არ წამოვეგოთ პროვოკაციას და არ მივცეთ რუსეთს საშუალება, რომელიც თავისი განვითარების აგრესიულ ფაზაში იმყოფება ამ ეტაპზე, გამოაჩინოს ძალა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ეს კიდევ უფრო აქტუალურია იმ ახალ ფაზაში, რომელშიც ფაქტიურად მთელი მსოფლიო შედის რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, 2018 წელი შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მხრიდან შეიძლება იყოს განსაზღვრული, როგორც ცივი ომის იმიტაციის, ცივი ომის შექმნის მცდელობა. ცივი ომის სპეციფიკა და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ცივი ომის დროს მესამე ქვეყნებში იარაღის ჟღარუნი განახორციელოს ქვეყანამ, ამიტომ, ჩვენ დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ამ მიმართულებით ფხიზლად ყოფნა და მე მიმაჩნია, რომ სწორია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, მაგრამ ამ ახალ ფაზაში, ჩემი აზრით, კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს მოტივაცია ჩვენი გაერთიანებისა, ყველასი, პოლიტიკური კუთვნილების გარეშე იმ ღირებულებების ირგვლივ, რასაც ჰქვია ჩვენი სამშობლოს მთლიანობის, ერთიანობის დაცვა.

ამ ფონზე ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია ის პოლიტიკა, რომელიც ხორციელდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში, რუსეთთან ამ ვითარებაში მყოფი ქვეყანა აუქმებს უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, რომლითაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ქვეყნის თავდაცვიუნარიანობაზე, აუქმებს უშიშროების საბჭოს, ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ ასეთი ინსტიტუტეტბი არ გავაუქმოთ და ამ თემებზე მაინც გვქონდეს ერთიანი პოზიცია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42