„ჩემს მერე განათლების სისტემაში არაფერი გაკეთებულა“ - გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლა
პოლიტიკა - 12:31, 02 May, 2018     1131

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე მეხუთე, საანგარიშო, შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა:

,,ჩემი დღევანდელი გამოსვლა მეხუთე გამოსვლაა პარლამენტში, რომელიც ბუნებრივად, ბოლო წლებში ჩვენი ერთად მოღვაწეობის შეჯამებაა. ბუნებრივია, ეს პროცესი ვერ იქნება სრული, თუ ჩვენ არ შევეხებით 2012 წელს და იმ ცვლილებას, რომელიც მაშინ მოხდა.

დღეს საქართველოს პარლამენტში არ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესის შემოქმედი იყო, მაგრამ მთელ ქართულ საზოგადოებას ახსოვს ის მიღწევა, რომელიც მაშინ შედგა, იმიტომ რომ ეს იყო საქართელოსთვის წინგადადგმული ნაბიჯი.

ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა გახდა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა თვისობრივად წინ წასწია. მე მახსენდება 2013 წელიც, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება რაც მაშინ იყო, იმიტომ რომ მაშინ განხორციელებული რეფორმები, ის რაც გააკეთა დავით სერგეენკომ, ის რაც გააკეთა დავით კირვალიძემ, ის რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ მას მერე განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა, იყო ორიენტირებული საქართველოს რიგით მოქალაქეზე, იყო ორიენტირებული იმაზე, რომ შეცვლილიყო რიგითი ქართველის ყოფა.

ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში და ამ სულისკვეთებით მე დავთანხმდი ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, რადგან ეს მუშაობა და მოღვაწეობა გაგრძელებულიყო, იმიტომ რომ მართლაც აღმაფრთოვანებელი იყო ჩვენი ყოველდღური მუშაობით ვცვლიდით რიგითი ქართველის ცხოვრების პირობებს.

დღეს ჩვენ შევეცდებით შევაჯამოთ ის, რაც მერე განვლეთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42