თბილისის მერია სპორტის 30-მდე სახეობაში დაკავებულ სპორტსმენებს სპორტული ინვენტარით და ეკიპირებით უზრუნველყოფს
პოლიტიკა - 11:39, 02 May, 2018     720

თბილისის მერიამ ახალი ქვეპროგრამა დაიწყო, რომელიც სპორტის 30-მდე სახეობაში პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენების სპორტული ინვენტარით და ეკიპირებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს, თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, დაფინანსებას მიიღებენ ის სპორტული ფედერაციები და სპორტული კლუბები, რომელთა საქმიანობა სოციალური მიზნების განხორციელებისკენ არის ორიენტირებული. პროგრამის ბიუჯეტი 600 ათას ლარს შეადგენს.

„როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნებოდა სპორტის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. შეიძლება ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვიდეს, თუმცა სპორტული ცხოვრება სხვა წარმატებების საწინდარია, ამიტომ მერია აქტიურ მუშაობას იწყებს მასობრივი სპორტისა და სხვადასხვა სპორტის სახეობების განვითარებაზე. ჩვენ ძალიან ბევრი ფედერაცია გვაქვს, მაგრამ მათ არ აქვთ იმის ელემენტარული შესაძლებლობა, რომ ეკიპირებით და სპორტული ინვენტარით იყვნენ აღჭურვილნი. ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან იქნება თანადგომა. ვფიქრობთ, პროგრამა ხელს შეუწყობს თბილისის ნაკრები გუნდების, კლუბების და სპორტსმენების პირობების გაუმჯობესებას, მასობრივი სპორტის განვითარებას და ამ მიმართულებით მეტი წარმატების მომსწრენი გავხდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სპორტის სახეობების ბიუჯეტი, რომლის დაფინანსებაზეც დღეს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, 320 ათას ლარს შეადგენს. ეს სახეობებია: სამბო, კრივი, საცხენესნო, სროლა, ჭიდაობა, ჩოგბურთი, ფრენბურთი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42