"უკვე მომწიფებული ვარ ოჯახის შესაქმნელად" - როგორ გოგოს ეძებს "მხოლოდ ქართულის" მონაწილე საბა კემულარია
სოც.მედია - 10:54, 02 May, 2018     13279
“მხოლოდ ქართულის“ მონაწილე, 27 წლის საბა კემულარია ორივე ტურში მაყურებლის რჩეული გახდა.


პროექტსა და პირად ცხოვრებაზე საბამ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.

„თითქმის მთელი ცხოვრებაა ვმღერი. 3 წლის ვიყავი, როცა ბაბუამ „ჟუჟუნა წვიმა“ მასწავლა. განსაკუთრებულად ვრეაგირებდი თიითოეულ ბგერაზე.

თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ნაძალადევის მოსწავლეთა სასახლის ბიჭუნათა გუნდში ვმღეროდი. შემდეგ, როცა მთელი ოჯახი ზუგდიდში გადავედით საცხოვრებლად, იქაც სტუდია „რიბირაბოში“ ვმღეროდი. ტაძარში გალობაც ზუგდიდში დავიწყე“ - ამბობს საბა.

მისი თქმით, გალობამ მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, საბას თქმით, დაოჯახებული არ არის და პირადშიც სერიოზული არაფერი ხდება.

„ძალიან რთულია, ზოგადად ახსნა, თუ როგორი გოგო შეიძლება მოგეწონოს. უნდა იყოს გაწონასწორებული, კარგი ოჯახის შვილი. მნიშვნელოვანია, გოგოს კარგი მშობლები, ძლიერი ოჯახი ჰყავდეს. ძლიერში ვგულისხმობ მორალურად, სოციალურად ძლიერს და არა ფინანსურად.

გოგოს რაც შეეხება, მზრუნველი უნდა იყოს. რამდენადაც ის იქნება ჩემ მიმართ მზრუნველი, ანალოგიურად ვიქნები მეც. თუ ადამიანი ჩემკენ ერთ ნაბიჯს გადმოდგამს, მისკენ ორს გადავდგამ.

ზოდიაქოთი ტყუპები ვარ და რაღაცნაირად არის მომენტები, როცა ერთმა სიტყვამ, ქცევამ შეიძლება ყველაფერი დაამთვროს.

უკვე მორალურად და ფინანსურად მომწიფებული ვარ იმისთვის, რომ ოჯახი შევქმნა“ - ამბობს საბა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42