"თბილისში კიდევ ორი ქალი "მოკლეს"... მათ 14 წლის გიორგი გამოესარჩლა, საპასუხოდ კი გინება მიიღო" - დავით ჯაბაშვილი
სოც.მედია - 10:24, 02 May, 2018     15736

თბილისში, ქალებზე ძალადობის მორიგი შემთხვევა მოხდა, რომელსაც ჟურნალისტი დავით ჯაბაშვილი შეესწრო.

შემთხვევის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს თბილისში კიდევ ორი ქალი "მოკლეს"! საქართველოში ქალებს იქამდე მოკლავენ, დაამცირებენ, ფიზიკურად გაუსწორდებიან, სანამ ყვავილების გამყიდველი ნაირა, გაამართლებს მოძალადეს: "მთვრალ კაცს, პატიოსანი ქალი არ უნდა შეეპასუხოსო".

მოკლედ, მეტროსადგურ "ისნის" ტერიტორიაზე ორი ბოშა ქალი თეთრეულს ყიდის, ერთი მათგანი მძიმე სენს ებრძვის, ეტყობათ, რომ ერთი ოჯახის წევრები არიან და გარე ვაჭრობით ირჩენენ თავს. დღეს კი როგორც ჩანს, ერთ-ერთ "მუჟიკს" (ასე ეძახდა საკუთარ თავს), სიმთვრალეში სექსუალური ფანტაზიები გაეხსნა და უხეშად, ქალების ნების საწინააღმდეგოდ დაუწყო "ჩალიჩი", მათ შორის გინებით და მუქარით.

ინცინდენტს იმ დროს შევესწარი, როცა 14 წლის გიორგი დაუცველ ქალებს გამოესარჩლა, საპასუხოდ კი ალიყურში მოხვედრის მუქარა და გინება მიიღო 28 წლის ვირისგან - "წადი გაიარე, მე და დეიდები მოვრიგდებითო".

ჯიგარი გიორგი კი წარბშეუხრელად უმეორებდა მოძალადეს, აქიდან ერთად წავალთ ან ჯერ ჩემთან მოგიწევს ანგარიშის გასწორებაო.

"მუჟიკს" ჩემთვისაც ჰქონდა პასუხი: "აბა პედარასტები ხომ არ ვართ, ქალებს რომ არ მოვესიყვარულოთ, ზრდილობის ფარგლებშიო"...

საბოლოოდ, "მუჟიკას" მოხვდა "ზრდილობის ფარგლებში" სხვა ჩემი ტოლი ახალგაზრდებისგან, რომლებმაც ორი დაუცველი ქალის და არასრულწლოვანი გიორგის ინტერესები დაიცვეს.

პოლიცია? - პოლიცია როგორც ამერიკულ ფილმებშია Happy end -ზე მოვიდა, როცა გიორგი სახლში მიაცილეს "მუჟიკა" კი გაუდგა გზას უკან, "სტრელკაზე" მობრუნების იმედით" - წერს ჟურნალისტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42