“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრში მოქალაქეებს 50-მდე სერვისის მიღება შეუძლიათ” – ბექა ლილუაშვილი
პოლიტიკა - 19:48, 01 May, 2018     1298

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი ბექა ლილუაშვილის თქმით, ახალი ცენტრის ფუნქციონირება საგრძნობლად გაზრდის მოქალაქეთათვის საპოლიციო სერვისების მიწოდების ეფექტიანობას და შემცირდება სასურველი სერვისის მიღების დრო.

„საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრმა ჩაანაცვლა არა მხოლოდ „მე–12 ოთახი“, არამედ რამდენიმე სხვადასხვა ლოკაცია, სადაც მოქალაქეებს საპატრულო პოლიციის სერვისები მიეწოდებოდათ. მაგალითად, საჯარიმოდან ავტომობილის გაყვანის ნებართვა, შეჩერებული მართვის უფლების ჯარიმით ჩანაცვლება - ყველა ეს სერვისი, რაც საპატრულო პოლიციის კომპეტენციის ფარგლებში მიეწოდებოდა მოქალაქეებს, აქამდე ძირითადად ხდებოდა „მე-12 ოთახის საშუალებით, თუმცა სანებართვო მომსახურება, როგორიცაა არაგაბარიტული ტვირთის გადატანის ნებართვა, დაკარგული სანომრე ნიშნის გაცემა და სხვა სერვისი, მოქალაქეებს მიეწოდებოდა რამიშვილის ქუჩაზე, N38–ში, სადაც ახლა ვიმყოფებით. ჩვენი ამოცანა იყო, ეს მომსახურებები მოქალაქეებისთვის „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიგვეწოდებინა. სწორედ ამიტომ შევქმენით საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილია 50-მდე სერვისი, მათ შორის, მომსახურების სააგენტოს გარკვეული სერვისები. შემდეგ ეტაპი ერთიანი მომსახურების ცენტრის განვითარების არის სწორედ იგივე კონცეფციის, მოქალაქეებისთვის სერვისების „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიწოდების კონცეფციის გადატანა საქართველოს რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცენტრი გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურ ლოკაციას, სადაც თავს იყრის ყველა საპოლიციო სერვისი, არამედ დოკუმენტბრუნვის და საქმისწარმოების ახალ სტანდარტს. ეს იმას ნიშნავს, რომ განაცხადებას, რომელიც საპატრულო პოლიციაში მიიღებოდა ფურცელზე, ეს ელემენტი საერთოდ გაქრა და საკანცელარიო დოკუმენტბრუნვის კომპონენტი მთლიანად წამოვიდა ცენტრის განკარგულებაში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42