პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შემავალი პირების სია ცნობილია. გადაწყვეტილების შესახებ დღეს, პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
შეხვედრის დაწყებამდე დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ იგი პოლიტიკურ საბჭოს საკუტარი ნებით დატოვებდა, თუმცა საგანელიძე საბჭოს შემადგენლობაში დარჩა. აღნიშნულთან მიმართებით ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტება მამუკა მდინარაძემ გააკეთა:
„დავით საგანელიძემ დააყენა ეს საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე, მას ჰქონდა გარკვეული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, ხომ არ იყო მისი დღევანდელი საქმიანობა, თანამდებობა შეუთავსებელი ამ პოზიციასთან, ჩვენ, განსაკუთრებთ იურისტებმა ვუთხარით, რომ ამაში არანაირი პრობლემა, განსაკუთრებით იურიდიული, არ მდგომარეობს. ამიტომ, მან ჩვენი შემოთავაზება მიიღო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






