პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შემავალი პირების სია ცნობილია. გადაწყვეტილების შესახებ დღეს, პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, შერჩევის პროცესში განსხვავებული აზრი შერჩევისას არ გამოთქმულა:
„ბუნებრივია, რომ ბატონ ბიძინასთან იყო კონსულტაციები კანდიდატების შერჩევის დროს, რადგან ის ყრილობამ უნდა დაამტკიცოს პარტიის ხელმძღვანელად, მაგრამ ამაში უჩვეულო არაფერია. ახალ შემადგენლობაში არ არის წარმოდგენილი არც ერთი კომიტეტის თავმჯდომარე, გარკვეული პრინციპი იყო შეთანხმებული, პოლიტსაბჭოზე ჩვენ შევთანხმდით, რომ იქნებოდა პარლამენტიდან სპიკერატი, ასევე პარტიის წარმომადგენელი არის ფრაქცია და მისი ასახვა პარლამენტში არის ფრაქცია, მე ვარ ამიტომ პოლიტსაბჭოში და ჩემი ორი მოადგილე, დიმიტრი სამხარაძე და ირაკლი ტრიპოლსკი, ასევე ერთ ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი გადავწყვიტეთ რომ ყოფილი შემადგენლობაში და ორი მინისტრი.
შერჩევის დროს პოლიტსაბჭოს ყველა წევრი ირებდა მონაწილეობას და საწინააღმდეგო აზრი პრაქტიკულად არ გამოტქმულა, ბატონი ნუკრიც დაეთანხმა ამ მოცემულობას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






