„10 წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთს, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები“ - უეს მიტჩელი
პოლიტიკა - 15:18, 01 May, 2018     623
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, უეს მიტჩელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი მოინახულეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც იძულებით გადაადგილებული პირები, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა დგას. მინისტრმა საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ამერიკის შეერთებული შტაბები არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მთავრობის შერიგების პოლიტიკაზე და იმ ინიციატივებზე, რომელიც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამინებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ თითოეული ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანი იყოს იმ განვითარების მონაწილე, რომელიც კონტროლირებად ტერიტორიაზეა. აშშ-ის მხარდაჭერა ამ პროცესში, როგორც ჩვენი დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური პროცესის კუთხით უმნიშვნელოვანესია კომფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი, მისი მხრიდან მონახულება ამ ადგილის, მისი ქმედებები, რომელიც უკავშირდება საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის.“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მონახულების შემდეგ, უეს მიტჩელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, როგორც პარტნიორის უსაფრთხოებას. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც მოდის საქართველოს მთავრობისგან, პარლამენტისგან და ხალხისგან, რომ აჩვენონ დემოკრატიული რეფორმებისადმი ერთგულება. ამერიკელმა დიპლომატმა ისაუბრა საქართველოზე, როგორც რეგიონში წარმატებული დემოკრატიის მაგალითზე .

„ათი წლის წინ აქ იყო ომი და მე დღეს აქ ვარ, რათა შევახსენო რუსეთის მთავრობას, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია ეს მოვლენები. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ გამყოფ ხაზს, როგორც საერთაშორისო საზღვარს. ჩვენ ძალიან გვაღელვებს იმ ქართველების უსაფრთხოების მდგომარეობა, რომლებიც ცხოვრობენ აქ, ამ ხაზის მიღმა. ვგმობთ ნებისმიერ იმ ქმედებას, რაც ეხება საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, წამებას, მკვლელობას და ვუსამძიმრებთ ამ ადამიანების ოჯახებს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, წაიღოს უკან ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და დაუშვას ჰუმანიტარული მიმოსვლა აღნიშნულ რეგიონებში.“ - აღნიშნა უეს მიტჩელმა.

ადგილზე არსებული ვითარება მათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს.

საქართვლოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ „ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში” მიიღო მონაწილეობა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მან ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა მიხეილ ჯანელიძესთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42