ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ლგბტ აქტივისტები იმყოფებიან. აქტივისტებმა კომიტეტის თავჯდომარეს, სოფო კილაძეს ჰკითხეს, რატომ გადაიფიქრა კომიტეტმა 17 მაისის, ჰომოფობიასთან ბრძოლოს საერთაშორისო დღის აღნიშვნა.
“თანასწორობის მოძრაობის" აქტივისტმა თაზო სოზაშვილმა კომიტეტის თამვჯდომარესა და დეპუტატებს სიტყვით მიმართა.
„მე დღეს ვერ ჩავდივარ, ჩემი მშობლების, ჩემი დედის, ჩემი ბებიის სანახავად, აი მაგით განვსხვავდებით მე და თქვენ. 12 წელი ვიყავი სკოლაში ბულინგის მსხვერპლი, დღემდე მძულს სკოლაში ფეხის მიდგმა, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველი დღე იყო საშინელი, ყოველი დღე სიკვდილისკენ მიმავალი იყო. დღეს კახეთში ჩემს მშობლებთან არ შემიძლია მისვლა, იმიტომ რომ საფრთხისშემცველია, ეს არის განსხვავება ჩემსა და თქვენს შორის. თქვენ ვერასოდეს, ვერასოდეს ვერ გაიგებთ ამას, ვერასდროს გაიგებთ იმას რად მიჯდება აქ დგომა და ამის საუბარი, რადგან ძალიან დიდი პრობლემები შემექმნება ამის გამო და ამას ვერასდროს ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ თეთრი, ჰეტეროსექსუალი ადამიანები, რომლებსაც ეს პრივილეგია გაქვთ სულით ხორცამდე. მეზიზღებით“- განაცხადა სოზაშვილმა.
წყარო „ლიბერალი“
მასალის გამოყენების პირობები






