„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა იწყება. პარტიის ოფისში ძველი სახით პოლიტსაბჭო სავარუდოდ ბოლოჯერ შეიკრიბება. შეხვედრას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მომავალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
არაოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრას სავარაუდოდ პარტიის ის წევრებიც დაესწრებიან, რომლებიც პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში არ შედიან.
არსებული ინფორმაციით განახლებულ შემადგენლობაში გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და გენერალური მდივანი კახი კალაძე, ასევ ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე და გია ვოლსკი დარჩებიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საბჭოს შემადგენლობაში შესაძლოა აღარ იყვნენ მამუკა მდინარაძე, სოფო კილაძე, დავით საგანელიძე, ირინე ფრუიძე, დავით კოღუაშვილი, თემურ ჭკუასელი, რომან კაკულია, ერეკლე ტრიპოლსკი, აკაკი ზოიძე, ზვიად გონაძე, ნოდარ ხადური, ზვიად კვაჭანტირაძე.
მასალის გამოყენების პირობები






