წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია სრულდება
პოლიტიკა - 13:56, 01 May, 2018     1187
თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. გზის რეაბილიტაცია ორ ნაწილად განხორციელდა: წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია, ასევე, წყნეთის ბოლოდან მეწყრის ზონამდე და მეწყრის ზონიდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ადგილზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია ჩატარებული.

„ჩვენ გვახსოვს, თუ რამდენად დიდი ტრაგედია დატრიალდა 13 ივნისს, როდესაც მთის მასა მოწყდა. თქვენ ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოებია ჩატარებული, გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები. დაახლოებით 26 მილიონი დაიხარჯა ამ პროექტის განხორციელებისთვის. ძალიან მალე გზის საფარი და ყველა სხვა სამუშაო იქნება დასრულებული და სავარაუდოდ, 13 ივნისს გაიხსნება ეს მონაკვეთი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გზის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 28.5 მილიონი ლარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42