პროფესორებისა და სტუდენტებისათვის, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ესეების კონკურსი გამოცხადდა
პოლიტიკა - 12:17, 01 May, 2018     811

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა - "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი", რომელსაც "განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტი" (EARI) განახორციელებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად კონკურსში მონაწილეობის პირობები გააცნო.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თაობებმა გაიაზრონ, გააანალიზონ და შეაფასონ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის პერიოდი. საკონკურსოდ წარმოდგენილი ესე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: პირველი რესპუბლიკის ასწლეულის ანალიზი და შეჯამება, ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული გამოწვევების ხედვა, ნაშრომის აკადემიური სტილი, თემის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან.

ჟიურის შემადგენლობაში შედიან: ეკა ტოგონიძე, ნიკო ჯავახიშვილი, თემურ ჯოჯუა, გიორგი კეკელიძე, ფიქრია ჩიხრაძე. 5 წევრისგან შემდგარი ჟიური, მათ შორის ისტორიკოსები, მწერალი, ლიტერატორი გამოავლენს კონკურსში მონაწილე ესეების ავტორებიდან 20 საუკეთესოს. ამასთან, სტუდენტებს შორის გამოვლინდება პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო, I ადგილისთვის - 1500 ლარი, II ადგილისთვის - 1000 ლარი.

პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებული გამოვლინდება პროფესორ-მასწავლებლებს შორისაც, რომლებიც ასევე მიიღებენ ფულად პრიზებს - I ადგილისთვის - 1500 ლარი, II ადგილისთვის - 1000 ლარი.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები. ორივე კატეგორიაში გამარჯვებული ოცეულის ესეები გამოიცემა კრებულის სახით და გადაეცემა ბიბლიოთეკებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ მოეწყობა კონკურსანტების შეხვედრა პრეზიდენტთან. პროექტის ბოლოს კი, გაიმართება გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულებს პრეზიდენტი დაასახელებს. ნაშრომი შეფასდება 10-ქულიანი სისტემით.

კონკურსანტებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ 7 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით. ერთ ავტორს შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთი ესე წარმოადგინოს საკონკურსოდ. ჟიურის წევრებს ექნებათ დაახლოებთ სამი კვირა საკონკურსო ნაშრომების გასაცნობად და შესაფასებლად. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ივნისის ბოლოს.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: instituteeari@gmail.com.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42