"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები უეს მიტჩელს შეხვდნენ
პოლიტიკა - 11:33, 01 May, 2018     924
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სალომე სამადაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი და გიორგი ბარამიძე ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში საუბარი საქართველოს განვითარების გზებს შეეხო.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარუდგინა ხედვა, იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა განვითარების გზაზე. როგორ უნდა ამოვიდეს იმ ჭაობიდან რომელშიც ივანიშვილის კლეპტოკრატიულმა რეჟიმმა ჩააგდო. ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანაში გაზრდილია კრიმინალი, გაზრდილია უიმედობის განცდა, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა ამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და დავბრუნდეთ განვითარების გზაზე“- აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამერიკელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ თუ საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმი გამყარდება, მაშინ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეში აღარ იქნება. სწორედ ამიტომ, სამადაშვილის თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას.

„საქართველო თუ გახდება კიდევ ერთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ჩამოყალიბდება და გამყარდება ოლიგარქიული მმართველობის რეჟიმი სამწუხაროდ ამ ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით პერსპექტივა დაეკარგება. ეს ძალიან კარგად ესმის ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, სწორედ ამიტომ აშშ გააგრძელებს ქვეყანაში დემოკრატიის მხარდაჭერას, მასმედიის თავისუფლების მხარდაჭერას და გააგრძელებს პოლიტიკური პლურალიზმის მხარდაჭერას“ - აღნიშნა სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42