შსს-მ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტზე და მონიტორინგის მექანიზმზე მუშაობა დაასრულა
პოლიტიკა - 09:48, 01 May, 2018     480

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის მექანიზმზე მუშაობა დაასრულა. სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა დარისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის კონცეფცია, საჯარო განხილვის მიზნით, წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, სახალხო დამცველის, მთავრობის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს, რომელთა გათვალისწინებით, რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი სამინისტროში მაისიდან დაინერგება.

კონცეფციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები.

რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციის, ძალადობის განმეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტის და განმეორებითი ძალადობის თავიდან აცილების ეფექტიანი საშუალებაა. მათი დანერგვის მიზანია ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა.

აღნიშნული მექანიზმი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა დაძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან თანამშრომლობით შეიქმნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42