პარლამენტში საირიგაციო სისტემების მართვის ეფექტიანობის აუდიტის განხილვა გაიმართა
პოლიტიკა - 17:14, 30 Apr, 2018     1122

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ სამუშაო ჯგუფისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე „საირიგაციო სისტემების მართვა- შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიში წარადგინა.

ეფექტიანობის ანგარიშში მოცემულია მონაცემები იმ რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რომელიც აუდიტის სამსახურმა საირიგაციო სისტემების მართვის გასაუმჯობესებლად 2014 წლის შემოწმებისას გასცა. ეფექტიანობის აუდიტში 8 სახის რეკომენდაცია იყო მოცემული, რომლის მთავარ ობიექტს შპს“ საქართველოს მელიორაცია“ წარმოადგენდა. 3 რეკომენდაცია საირიგაციო მომსახურების ხარისხის ზრდასა და წყლის პროდუქტიულ განაწილებას ეხებოდა, 5 რეკომენდაცია კი დარგის სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და საირიგაციო სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფას.

2018 წლის თებერვალში გამოქვეყნებულმა „ საირიგაციო სისტემების მართვა- შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტმა“ აჩვენა, რომ გაცემული რეკომენდაციების დიდ ნაწილზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა და მიმდინარე პრობლემები კვლავ არსებობს. მათ შორის, საირიგაციო მომსახურების საიმედო და თანაბარი მიწოდება აბონენტებისათვის, ასევე ხელშეკრულებების გაფორმებისა და მათი შესრულების პროცესის სრულყოფა და გაუმჯობესება.

პრეზენტაცია რეაგირების ეფექტიანობის შესახებ პარლამენტარებსა და აუდიტის ობიექტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ- გიორგი კაპანაძემ წარუდგინა. სამუშაო სხდომას გენერალური აუდიტორის მოადგილეები ეკა ღაზაძე და ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი წიწილაშვილი ესწრებოდნენ.

აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ სამუშაო ჯგუფის სხდომას აუდიტის ობიექტები- სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და შპს „საქართველოს მელიორაციის„ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები და მხარეთა მოსაზრებები მოისმინეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42