„ჩვენი მიდგომები იცით NDI-სთან დაკავშირებით. მოყოლებული 2012 წლიდან ადგილობრივ ოფისს, რომელიც ატარებს ამ კვლევებს ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული. ჩვენ გვახსოვს მათი კვლევები. 2012 წელი ავიღოთ თუნდაც. თუნდაც ყველა არჩევნები, ხო არსებობს ამისი სტატისტიკა, შეგიძლიათ აიღოთ , ნახოთ მათ მიერ ჩატარებული კვლევები რას გვეუბნებოდა. კვლევა რა არის?!-ზოგადად, აჩვენებს მოსახლეობის განწყობას და დამოკიდებულებას. რა შედეგებით მთავრდებოდა არჩევნები?!- შესაბამისად ამით ყველაფერი არის ნათქვამი.“-განაცხადა კახი კალაძემ.
დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის თანახმადაც მოსახლეობის 36% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 13 % კი ძალიან ცუდად. დაკლებულია მმართველი გუნდის რეიტინგიც. 63% კი მიიჩნევს რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კრიმინალის დონე გაიზარდა.
რაც შეეხება კახა კალაძეს, 15% თბილისის მერის საქმიანობას "ძალიან კარგად" აფასებს, ხოლო 38% - "კარგად". 31% "საშუალოდ" 7% - ცუდად, 5% - ძალიან ცუდად, ხოლო 4% პასუხობს, რომ არ იცის.
მასალის გამოყენების პირობები






