NDI-ს კვლევების შედეგები დღეს გახდა ცნობილი, რომელზეც კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ დამოკიდებულება კვლევითი ორგანიზაციის მიმართ სკეპტიკურია:
“NDI ერთი და იგივე ორგანიზაციების მეშვეობით ათეული წლებია უკვე ატარებს კვლევებს, რომელიც შექმნილი იყო ნაციონალური მოძრაობის ეგიდით, ეს ერთი საკითხი, მეორე არ შეიძლება, რომ 2012 წელს ასეთი ნდობა, სიყვარული ყოფილიყო საზოგადოებისა ნაციონალური მოძრაობის მიმართ, 12% ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მიმართ და არჩევნების შედეგები სულ სხვა ყოფილიყო, მიუხედავად ზეწოლის პირობებისა, რომელშიც ის არჩევნები ჩავატარეთ. ამ პერიოდიდან მოყოლებული, NDI-ს მიმართ დამოკიდებულება, მის მიმართ ნდობა, განსაკუთრებით არა NDI-ს, არამედ იმ ორგანიზაციის მიმართ ნდობა, რომელიც ამ ღონისძიებას ატარებს, გამოკითხვა რომელსაც ჰქვია, საკმაოდ სკეპტიკურია“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






