„თქვენი იმედი გვაქვს და თქვენც უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი!“ - გიორგი მარგველაშვილმა შეიარაღებულ ძალებს 27 წლის იუბილე მიულოცა
პოლიტიკა - 13:49, 30 Apr, 2018     911
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 27 წლის იუბილე მიულოცა, სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და ქართულ არმიას დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრების შესაძლებლობისათვის მადლობა გადაუხადა .

„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია უნარი, იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და არამარტო განაცხადოს ეს, არამედ დაიცვას ეს არჩევანი. ჩვენი უნარი - ვაშენოთ ჩვენი სამშობლო, დამოკიდებულია იმ შრომაზე, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ეწევით. მადლობა მინდა გითხრათ იმ სიამაყისთვის, რომლითაც მე ვივსები ხოლმე, როდესაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვესაუბრები. იმ სიმტკიცისთვის, რომელსაც იჩენთ წლების განმავლობაში საერთაშორისო მისიებში.

თქვენთან ერთად მინდა კიდევ ერთხელ გავიზიარო ის ტკივილი თანამებრძოლთა დაკარგვის, რომელმაც არაერთხელ შეძრა ჩვენი სამშობლო", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, წელს ჩვენ აღვნიშნავთ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენს ისტორიაში - პირველი რესპუბლიკის ას წელს. „არ შემიძლია, დღეს ხაზი არ გავუსვა იმ თქვენი თანამებრძოლების ღვაწლს, რომლებიც 100 წლის წინ მაშინდელი საქართველოს ყველაზე მტკიცე ჯგუფი აღმოჩნდნენ; რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს ჩვენი ქვეყნის დასაცავად; რომლებმაც ისე აღაფრთოვანეს თავისი თანამედროვე ახალგაზრდობა, რომ არა მხოლოდ ჯარისკაცები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები და ქალბატონებიც იდგნენ მათ გვერდით თბილისის დასაცავად.

დღეს, როდესაც ისტორიას ვაფასებთ, შეგვიძლია ნათლად ვთქვათ - მაშინ, შეიძლება ყველამ ვერ გაუძლო გამოწვევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო, მაგრამ, ნამდვილად, ჩვენმა გენერლებმა და ოფიცრებმა ბოლომდე გაწიეს სამსახური ქვეყნის წინაშე და დღესაც, როდესაც ჩვენ ჩვენი სამშობლოს დაცვის წინაშე ყოველდღიურად ვდგავრთ, როდესაც თქვენი იმედი გვაქვს, თქვენც უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი - იმედი პოლიტიკოსებისა, რომლებიც ბოლომდე თქვენ გვერდით ვიდგებით.

ჩვენთვის ყოველთვის იქნება მთავარი ამოსავალი, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე! ამ გადაწყვეტილებაში, ამ სიმტკიცეში ჩვენ გვაძლიერებს თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი საბრძოლო შემართება და ერთგულება სამშობლოსადმი. გილოცავთ დღევანდელ დღეს და საქართველოსთან ერთად მადლობას გიხდით და ვზეიმობ თქვენთან ერთად ამ მნიშვნელოვან თარიღს. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და ღმერთმა დალოცოს საქართველო!" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანში საქართველოს შეიარაღებაში არსებული ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები დაათვალიერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42