"ჩვენი თავისუფლების, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უმთავრესი და ყველაზე საიმედო საყრდენი საქართველოს შეიარაღებული ძალებია" - კობახიძე
პოლიტიკა - 13:14, 30 Apr, 2018     819
ვაზიანის IV მექანიზირებულიბრიგადის ბაზაზე, შეიარაღებული ძალებისდღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს

"გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს. ჩვენს თაობას ერგო განსაკუთრებული პატივი ეცხოვრა დამოუკიდებელ სახელმწიფოში. ჩვენი თავისუფლების, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უმთავრესი და ყველაზე საიმედო საყრდენი საქართველოს შეიარაღებული ძალებია. თქვენ წარმოადგენთ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელსაც იმედით შეჰყურებს და განსაკუთრებულ პატივს სცემს ჩვენი ხალხი და მთავობა. დარწმუნებული ვარ, სამხედრო სამსახური დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში თითოეული თვენგანისთვის განსაკუთრებული პატივია.

დღევანდელ მსოფლიოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გვერდით ბრძოლას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისთვის, ჩვენი დამოუკოდებლობის დაცვისთვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა არსებობის არცთუ დიდი ხნის მიუხედავად არაერთხელ დაადასტურა თავისი თავდადება. დღეს თქვენ არა მარტო ღირსეულად იცავთ სამშობლოს თავისუფლებას, არამედ დიდ როლს ასრულებთ საქართველოს დემოკრატიულ და თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში. შეიარაღებული ძალები ჩვენი ხალხის სურვილებისა და მისწრაფებების უპირველესი შემსრულებელია და ამიტომაც თავდაცვის სამინისტრო გენერალური შტაბი, თითოეული ქვედანაყოფი დამსახურებულად სარგებლობს სიყვარულითა და ავტორიტეტით, როგორ საქართველოში, ისე ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს შორის.

"საქართველოს პარლამენტის სახელით, დიდ მადლობას გიხდით საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის. დღევანდელი დღის აღნიშვნისას ყველაზე დიდი პატივი უნდა მივაგოთ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვისთვის დაღუპულ ჩვენს გმირებს. მათი სახელი არასდროს მიეცემა დავიწყებას, ვიდრე საქართველოში პატივს მიაგებენ ვაჟკაცობასა და სამშობლოს ერთგულებას", -განაცხადა კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42