NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლოების შემოსავლები ასე გამოიყურება (კითხვა გასულ თვეში თქვენი ოჯახის ფულად შემოსავლებზე თუ ვისაუბრებთ ჩამოთვლილთაგან რომელ ჯგუფს მიეკუთვნება თქვენი ოჯახი შინამეურნეობა?)
საერთოდ არ ჰქონია შემოსავალი - 1%
180 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა - 10%
181-300 ლარამდე შემოსავალი - 15%
301-500 ლარამდე შემოსავალი - 21%
501-800 ლარამდე შემოსავალი - 14%
801-1200 ლარამდე შემოსავალი 10%
1201-1600 ლარამდე შემოსავალი 5%
1600 ლარზე მეტი - 5%
არ ვიცი/უარი პასუხზე - 19%
NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.
მასალის გამოყენების პირობები






