კითხვაზე, ყველაზე მეტად რომელ არხს ენდობით პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად, 33% ტელეკომპანია იმედს ასახელებს, 27 % რუსთავი2-ს , არცერთ ტელევიზიას არ ენდობა 22%, საზოგადოებრივ მაუწყებელს ნდობას უცხადებს 4%, ტვ პირველს და ობიექტივს 2-2%, პალიტრა ტვ-ს 1%.
18 % პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ არაქართულენოვან სატელევიზიო არხებს ადვენებს თვალს. უმრავლესობა მათგანი კი რუსულს, 34% რუსეთის პირველ არხს/ოერტე-ს უყურებს. 19% ერტეერს, რასია 1-ს უყურებს 13%, სიენენს უყურენს 12%, ევრონიუსს და ბიბისის 11-11%, რენ ტივის 9%, რასია 24 -ს 7%, სიენბისის 4%, ერტეელს 3%, არტევეაი-ს 3%, რაშა თუდეის და ტვ ცენტრს 2-2%, სქაი ნიუსს 1%.
19 % ასახელებს სხვა არხებს, რომელიც ენდიას განმარტებით წარმოადგენს სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ სხვადასხვა არხს.
NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.
მასალის გამოყენების პირობები






