65% - მისაღებია, 20% - არ არის მისაღები, 15% - არ ვიცი.
თუ მისაღებია, რატომ არის მისაღები - 60%-ის აზრით ეს უზრუნველყოფს საქართველოს მეტ უსაფრთხოებას, 32%- ეს გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკას, 23% - ეს გაზრდის ტერიტორიული მთლიანობის ადგენის შესაძლებობებს, 14% - ეს დაიცავს საქართველოს რუსეთისგან. 12% - ეს გააძლიერებს საქართველოს სამხედრო სისტემას. 9% - ეს გააძლიერებს დემოკრატიის განვითარებას. 7% - ეს ხელს შეუწყობს ნატო-ს წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას.
თუ არ არის მისაღები, რატომ არ არის მისაღები - 45%-ის აზრით ეს წარმოშობს კონფლიქტს რუსეთთან, 14% - ეს არარეალისტურია/არასდროს მოხდება, 12% - ეს შეასუსტებს საქართველოს ეროვნულ იდენტობას. 10% - საქართველო დაკარგავს მეტ ტერიტორიებს, 10% - ნატო-ში გაწევრიანება საქარათველოს არ დაიცავს/ვერ მიიღებს სარგებელს, 9% - ეს შეამცირებს საქართველოს დამოუკიდებლობას, 7% - საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს არც ერთ გაერთიანებაში.
NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.
მასალის გამოყენების პირობები






