ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს თქვენნაირ ხალხს? – NDI-ს კვლევის თანახმად:
58% - ეთანხმება, 32% - არ ეთანხმება, 9% - არ ვიცი.
სწორია, თუ არ არის სწორი, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში ლეგალურად მუშაობის უფლებას მისცემს?
2017 წლის აპრილი - სწორია -27%, არ არის სწორია - 58%, არ ვიცი - 15%
2018 წლის მარტი - სროეია - 34%, არ არის სწორი - 48%, არ ვიცი - 18%
NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.
მასალის გამოყენების პირობები






