"სამშობლოს ერთგულ შვილებზე, ჩვენს ჯარისკაცებზე ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა" - პრემიერი
პოლიტიკა - 12:17, 30 Apr, 2018     931
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთელ პირად შემადგენლობას, ყველა ჯარისკაცს და მეთაურს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.

ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს.

„27 წლის წინ, დღევანდელ დღეს, დამოუკიდებელმა საქართველომ თავისი პირველი ჯარისკაცები გაიწვია შეიარაღებულ ძალებში. ქართულმა ჯარმა სწორედ ამ დღიდან გააგრძელა ის ტრადიცია, რომელსაც 1918 წელს, პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირობებში ჩაეყარა საფუძველი. მაშინ ეს იყო ქართული ჯარის ხანმოკლე, თუმცა გმირული ისტორია, რომლითაც დღესაც ვამაყობთ. ისევე, როგორც 100 წლის წინ, ქართველ ჯარისკაცებს ქვეყნის ერთიანობისთვის არაერთი ბრძოლის გადატანა მოუწიათ. სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავგანწირვა იყო ყოველთვის ის, რაც ჩვენს ჯარისკაცებს გმირებად აქცევდა. პატივი მინდა მივაგო საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, ვინც პირნათლად იცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენ ქართველი მებრძოლის მტკიცე და გაუტეხელი სულით ერთგულად ემსახურებით და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს" - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებს, რომ ჩვენს სამხედროებს შეუქმნას ღირსეული პირობები.

„სამშობლოს ერთგულ შვილებზე, ჩვენს ჯარისკაცებზე ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს! საქართველოს თითოეულ ჯარისკაცს პირველ რიგში მშვიდობას გისურვებთ; დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქართველო აუცილებლად იქნება მთლიანი, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42