„კლუბური ნარკოტიკების გასაღების უკან ხელისუფლების და შოუბიზნესის წარმომადგენლები დგანან“ - მამა პეტრეს სკანდალური განცხადება
პოლიტიკა - 12:21, 30 Apr, 2018     12089
მკვლელი „მარილი“ - „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ათობით ახალგაზრდა სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის. ახალი თაობის ნარკოტიკი - „აბაზანის მარილი“, იგივე „მეფედრონი“ საქართველოშია.

როგორც ამბობენ, სწორედ „მეფედრონმა“ იმსხვერპლა 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან ღუდუშაურის კლინიკაში 27 აპრილს გადაიყვანეს, ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„მეფედრონი“ ძლიერი ფსიქოსტიმულატორია, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებს, ფსიქიკის დარღვევას, მძიმე ფსიქოზს და სწრაფ სიკვდილს.

როგორც კლუბური ნარკოტიკების მომხმარებლები პირად საუბრებში ყვებიან, „აბაზანის მარილს“ ნარკორეალიზატორები ე.წ. შავ ბაზარზე ყიდულობენ და სხვა ცნობილი კლუბური ნარკოტიკის სახელით ყიდიან.

ერთ-ერთი მომხმარებელი ამბობს, რომ 4 დღის განმავლობაში მოიხმარდა „მეფედრონს“ და ამ დროს განმავლობაში ქცევას ვერ აკონტროლებდა, ისეთ საიდუმლოებები გათქვა, რასაც სიფხიზლეში არც კი გაიფიქრებდა, არ ჭამდა და 4 დღის განმავლობაში არ ეძინა. ჰქონდა ბოდვები, წნევის ვარდნა, განიცდიდა ჰემოდინამიკის მონაცვლეობას და იყო სრულიად არაადეკვატური.

ჩვენი რესპონდენტის მონაყოლით, მისი მეგობარი ზედოზირების დიაგნოზით ერთ-ერთ კლინიკაშიც მოხვდა. კონკრეტული პირს კრუნჩხვა დაემართა, აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობა. ახალგაზრდის გადარჩენა სასწრაფოს დროულად გამოძახებით გახდა შესაძლებელი.

მძიმე ნარკოტიკის შესახებ, რომელსაც „სიკვდილის მომტან მარილსაც“ უწოდებენ, იცის მამა პეტრემაც, რომელიც „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ „ღამის კლუბებში არასრულწლოვანებს კლუბურ ნარკოტიკებს სთავაზობენ“.

სასულიერო პირმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამაფრთხილებელი მიმართვა გაავრცელა და იმ ღამის კლუბის მეპატრონეებს დაემუქრა, რომლებიც მამა პეტრეს მტკიცებით, არასრულწლოვნებს ყოველგვარი „ფეისკონტროლის“ გარეშე უშვებენ და კლუბურ ნარკოტიკებს სთავაზობენ.

„აუცილებლად გამოვაქვეყნებ კლუბის სახელწოდებას და მეპატრონესაც, რომლებიც 17 მაისის აქცია მოენატრებათ, ისეთი ფაქტის წინაშე დავაყენებ!" - დაწერა მამა პეტრემ (კოლხი), რის შემდეგაც როგორც აღმოჩნდა, სასულიერო პირის მისამართით ადგილი ჰქონდა მუქარას.

მამა პეტრე „ნიუპოსტთან“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და პირდაპირ ამბობს, რომ ნარკორეალიზატორებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები მფარველობენ, კლუბში ნარკოტიკს კი შოუბიზნესის ცნობილი სახეები ყიდიან.

„ილუზიებზე საუბარი არ მიყვარს, ყველაფერი ეს ჩემთან ძალიან ახლოს და მძიმედ მოვიდა - ჩემი შვილების მეგობრებს შეეხო. ჩვენთან, ოჯახში ხშირად იკრიბებიან ბავშვები სხვადასხვა სკოლიდან და რაიონიდან. მოგეხსენებათ, 6 შვილი მყავს და ყველა მათგანს ჰყავს ძალიან ახლო მეგობარი. გარდატეხის ასაკი ჩემს ორ შვილს ეხება, რომელიც 16-17 წლისაა, ეს ასაკი ყველაზე რთულია და რაც მთავარია, ამ ასაკში ბავშვები გაურბიან ოჯახებს, ისინი თვლიან, რომ ოჯახის წევრები, ახლობლები ყველაზე დიდი მტრები არიან და ქუჩაში, თანატოლებში პოვებენ შვებას, რომელიც რა თქმა უნდა, ილუზიური და მოჩვენებითია.

ძირითადად ამ ტიპის ადამიანები ე.წ. სკეიტ პარკში იკრიბებიან, რომელიც „დედა ენის“ ბაღთან მდებარეობს, უცვლიან ერთმანეთს შეხედულებებს და საღამოობით, ჯგუფურად მიდიან კლუბებში, თითქოს სიმღერების მოსასმენად და გასართობად. სინამდვილეში კი, მათი სურვილია ნარკოტიკულ საშუალებებს დაეწაფონ. რაც მთავარია და რაც მოდის წინააღმდეგობაში კანონთან - კლუბის ხელმძღვანელობას არ აქვთ უფლება, არასრულწლოვანები კლუბში შეუშვან, ასაკის გაკონტროლება არ ხდება და ასე, მარტივად ხვდებიან იქ მოზარდები.

მინდა, ჩემი უფროსი შვილის მაგალითზე გიამბოთ, რომელმაც კლუბში წასვლის ნებართვა მთხოვა. გაუშვი, რადგან აკრძალვამ შეიძლება, უარესი შედეგი მოიტანოს, მან იცის, რომ უამრავი ადამიანი აკონტროლებს. მთელი ღამე არ მეძინა - ყოველ წუთს ველოდი მეგობრების ზარს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ჩემი შვილი და მისი გარემოცვა. მოლოდინმა არ დააყოვნა - ძალიან ახლობელი ადამიანი დამიკავშირდა: „შენი შვილი ძალიან ბნელი ხალხის გარემოცვაშია და ეს არის ტრაგედია, დროზე გაიყვანეთ აქიდან და უშველეთ, თვითონ არ არის არაფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ მისი მეგობრები პრაქტიკულად, „წასულები“ არიან, შენი შვილი კი დარაჯობს, რომ რამე არ დაემართოთო“. ჩვენ, რა თქმა უნდა, ზომები უსწრაფესად მივიღეთ, თუმცა ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ მშობლებს არ აინტერესებთ, მათი შვილები ღამეს სად ათევენ.

ცაკლე პრობლემაა, როცა არასრულწლოვანი შედის კლუბში და მისი წარმომადგენლობა მოზარდს არ ეკითხება რამდენი წლისაა. თუნდაც ბავშვი იქ მივიდა, შეიპარა და ე.წ. ფეისკონტროლს გამოეპარა, დაწესებულების ხელმძღვანელობამ არ უნდა გააფრთხილოს მოზარდის მშობლები?! ბავშვები კლუბში არა მუსიკის მოსასმენად, არამედ ნარკოტიკის მოხმარებისთვის მიდიან. ეს მხოლოდ არასრულწლოვნის ბრალი არ არის, მთელი პასუხისმგებლობა მოდის იმაზე, ვინც კლუბში აღნიშნულ ნარკოტიკს მოზარდებზე უპრობლემოდ ავრცელებს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" მამა პეტრემ.

სასულიერო პირის თქმით, სკანდალური განცხადების შემდეგ სამართალდამცავებს მისთვის არ დაურეკავთ.

„არავის დაურეკავს, არავისთან მქონია შეხვედრა. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი სტატუსი განგაშის ზარი იქნებოდა საზოგადოებისთვის. ზუსტად ვიცი ისიც, რომ ჩემი წერილი წაიკითხა იმ კლუბის ხელმძღვანელობამაც. მე თუ რეალობის წინაშე დამაყენებენ, მზად ვარ, დაწესებულების ხელმძღვანელობას შევხვდე, დავულაგო ფაქტები და თუ მათ ადექვატური რეაგირება არ ექნებათ, მე საჯაროდ დავასახელებ ხელმძღვანელობას, რომელიც ხელს უწყობს მოზარდების გარყვნას. უნდა შეაჩერონ ბავშვთა სიკვდილის ხარჯზე ფულის "კეთება".

სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ კლუბური ნარკოტიკების გასაღების უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან, შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად,“ - დასძინა მამა პეტრემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42